შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

ღარიბაშვილი: ვერეს ხეობის შესწავლასა და დაგეგმარებაში მსოფლიო დონის სპეციალისტები ჩაერთვებიან პოლიტიკა - - only123.my1.ru

მთავარი » 2015 » ივნისი » 19 » ღარიბაშვილი: ვერეს ხეობის შესწავლასა და დაგეგმარებაში მსოფლიო დონის სპეციალისტები ჩაერთვებიან

ღარიბაშვილი: ვერეს ხეობის შესწავლასა და დაგეგმარებაში მსოფლიო დონის სპეციალისტები ჩაერთვებიან

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ვერეს ხეობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა პრემიერმა ღარიბაშვილმა გახსნა.

"ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ შევქმნით სახელმწიფო კომისიას, დღეს უკვე ტარდება პირველი სხდომა, ჩვენი მთავარი მიზანია ვერეს ხეობის და მიმდებარე ტერიტორიის სრული შესწავლა დავიწყოთ და აღდგენითი სამუშაოების სწორად დაგეგმვა და მისი ორგანიზება.

ჩვენ უნდა დავადგინოთ როგორ უნდა დაგეგმარდეს ვერეს ხეობა, უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე გაიმართოს დისკუსია, რომ ეს იყოს ღია საზოგადოებისთვის, ყველა სპეციალისტს შეეძლოს ჩართულობა, მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში, ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება ყველა ალტერნატიულ აზრს მოვუსმინოთ, და შემდეგ მივიღოთ ყველაზე სწორი გადაწყვეტილებები.

მსოფლიო დონის უცხოელი და ქართველი ექსპერტების ჩართულობით, ჩვენ ვიწყებთ ერთობლივ მუშაობას ვერეს რთული და პრობლემური ხეობის შესწავლაზე. ამ სამუშაოს შედეგად უნდა მომზადდეს მაღალკვალიფიციური დასკვნა, რომლითაც ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ ტერიტორიაზე ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას.

კონკრეტული მიმართულებებიდან გამომდინარე შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, გეოლოგების, არქიტექტორ-ურბანისტების, დეველოპერების, კონსტრუქტორების, ინჟინრების და სხვა სპეციალისტების ჯგუფები.

ამ ეტაპზე საექსპორტო დახმარების გაწევის მზადყოფნა უკვე გამოთქვეს მსოფლიო ბანკის, წითელი ჯვრის, გაეროს განვითარების პროგრამის, USD-ის წარმომადგენლებმა, შვედეთის, გერმანიის მთავრობამ, საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა.

დღეს, ჩვენ გვესწრებიან ქართველი ექსპერტები და სპეციალისტები, გ. გოცირიძე, გ. აბულაძე, გ. ბათიაშვილი, ლ. ვარდოსანიძე, ი. მასხარაშვილი, რომელმაც მზიური დააპროექტა, თ. შილაკაძე, თ. ტალიაშვილი, ტ.ბერიძე, ნ. კახეთელიძე, სამხარაულის ბიუროს ექსპერტები, არქიტექტორთა კავშირი, წყალმეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი გივი გავარდაშვილი, მენაშენეთა კავშირის ხელმძღვანელი გიორგი როსტომაშვილი, ჰიდროლოგი ბადრი უკლება, გეოლოგები ჭიჭიკო ჯანელიძე და მერაბ გაფრინდაშვილი, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე",-განაცხადა ღარიბაშვილმა.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

ტეგები
სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/2015-06-19-124"
ღარიბაშვილი: ვერეს ხეობის შესწავლასა და დაგეგმარებაში მსოფლიო დონის სპეციალისტები ჩაერთვებიან
მასალა ნანახია 844
რეიტინგი 1.0
ავტორი deeviil1
მასალის ID 124
კატეგორია პოლიტიკა
გამოქვეყნდა 2015 » ივნისი » 19





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css