+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
თბილისში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიისას გარდაცვლილი დების, ინდირა და ლიზა ზარანდიების ცხედრები ხობის რაიონში, მშობლიურ სოფელ გურიფულშია დასვენებული.
როგორც ოჯახის ახლობელმა Ambebi.ge-ს შეატყობინა, დღეს, სასახლე-მაცივრებზე, რომლებშიც 22 და 25 წლის დები არიან ჩასვენებულნი, ღვთისმშობლის სილუეტი გამოისახა.
ოჯახის ახლობელმა, რომელიც პანაშვიდზე იმყოფებოდა, ამის ამსახველი ფოტო Ambebi.ge-ს გამოუგზავნა.
მისივე თქმით, გამოსახულება, რომელსაც იქ მყოფები ღვთისმშობლის სილუეტად აღიქვამენ, დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში შეინიშნებოდა. მისი თქმით, ორი ერთმანეთის მსგავსი სილუეტი ორ სასახლე-მაცივარზე ცხედრების თავის მხარეს გამოისახა.დაღუპულ დებ ზარანდიებს მშობლიურ სოფელში შაბათს, 20 ივნისს დაკრძალავენ.
გაუზიარე მეგობრებს
loading...