შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

"ვის ინტერესებშიც არის, ყველამ იცის. მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაიწყოს ამ ფაქტის გამოძიება. ვიღაცამ შეგნებულად მიიტანა უვარგისი სოკო შემთხვევა - - only123.my1.ru

მთავარი » 2015 » ივნისი » 22 » "ვის ინტერესებშიც არის, ყველამ იცის. მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაიწყოს ამ ფაქტის გამოძიება. ვიღაცამ შეგნებულად მიიტანა უვარგისი სოკო

"ვის ინტერესებშიც არის, ყველამ იცის. მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაიწყოს ამ ფაქტის გამოძიება. ვიღაცამ შეგნებულად მიიტანა უვარგისი სოკო

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

გავრცელებული ინფორმაციით, 21 ივნისს, სვანიძის ქუჩის დასაწყისში განთავსებულ შენობაში, სადაც თავს იყრის მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი საჭმელი, საკვებად უვარგისი სოკოს სალათი შეიტანეს.

ამ ინფორმაციას სააგენტო For.ge ავრცელებს. მისივე ცნობით, ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ მოხვდა გაფუჭებული სოკოს სალათი სვანიძის ქუჩაზე.

„21 ივნისს, სვანიძის ქუჩის დასაწყისში განთავსებულ შენობაში, სადაც თავს იყრის მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი საკვები, სხვა საკვებთან ერთად შეტანილი იქნა მცირე ზომის კონტენიერით სოკოს სალათი.

სალათს ცუდი სუნი ასდიოდა და მოხალისეებმა და სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებმა მისი საკვებად მიღება არ ისურვეს და უკმაყოფილებაც გამოთქვეს. ყველაზე საინტერესოც ამის შემდეგ დაიწყო. როგორც გაირკვა, სვანიძის ქუჩაზე მომუშავეებს საკვებით ვაკის რაიონის გამგეობა ამარაგებს და გამგეობის მენიუში სოკოს სალათი არ ყოფილა. ვაკის გამგებლის წარმომადგენლებმა მიიტანეს პროდუქტი მზიურის და ზოოპარკის ტერიტორიაზე მომუშავე მოხალისეებისთვის და აღსანიშნავია, რომ იქ მენიუში სოკოს სალათი არ ყოფილა. რა გამოდის? ვიღაცამ შეგნებულად მიიტანა სვანიძის ქუჩაზე სოკო, რომლის საკვებად მიღება ვარგისი არ იყო და სოკოთი მოწამვლა რით სრულდება, ჩვენზე უკეთ გეცოდინებათ. სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ იქნა დადგენილი, თუ ვის მიერ იქნა შემოტანილი აღნიშნული პროდუქტი და ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ მოხვდა გაფუჭებული სოკოს სალათი სვანიძის ქუჩაზე“, - ნათქვამია For.ge-ზე განთავსებულ მასალაში.

აქვე, ამავე თემაზე მოყვანილია თბილისის საკრებულოს წევრის, სოსო მანჯავიძის კომენტარიც. იგი ხელისუფლებას ამ ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაიწყოს ამ ფაქტის გამოძიება და ის ადამიანები, უფრო სწორედ, ის არაადამიანები, ის უზნეო ხალხი, ვინც ეს გააკეთა, უმკაცრესად დაისაჯონ. დაუსჯელობის სინდრომი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს ქვეყანაში.

ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ მე ზოგადად დასჯის და სიმკაცრის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ახლა გაჩერება და გაჩუმება არ შეიძლება. ის, ვინც ეს ჩაიდინა, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს და აუცილებლად უნდა იქნეს გამოვლენილი. მათი სახელი თუ სახელები ქართველმა ერმა უნდა იცოდეს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ხელისუფლების ინტერესებში და ვის ინტერესებშიც არის, ყველამ იცის. ვერ აიტანეს ხალხის ერთად დგომა, სოლიდარობა ვერ აიტანეს ადამიანების და გაბოროტებულები არიან ახლა.

რა თქმა უნდა, ეს არ არის ხელისუფლების ინტერესებში და ვის ინტერესებშიც არის, ყველამ იცის. ვერ აიტანეს ხალხის ერთად დგომა, სოლიდარობა ვერ აიტანეს ადამიანების და გაბოროტებულები არიან ახლა. კიდევ ვიმეორებ, თუ ხელისუფლებას სურს თავისი ძალა დაანახოს, თუ სურს, რომ “რუსთავი-2”-მა ყოველდღიურად არ უმეოროს პირდაპირ ეთერში, რომ უნიათოა, ეს ადამიანები უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ. სხვაგვარად, დაუსჯელობის სინდრომი იმდენად გაუჯდებათ, რომ უარესს იზამენ, უარესს მოიფიქრებენ. იმედია, ხელისუფლება ამ გამოწვევას თავს გაართმევს და მომავალში ყველა ერთად გავფრთხილდებით“, - აცხადებს მანჯავიძე For.ge-ისთან საუბარში.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/2015-06-22-150"
"ვის ინტერესებშიც არის, ყველამ იცის. მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაიწყოს ამ ფაქტის გამოძიება. ვიღაცამ შეგნებულად მიიტანა უვარგისი სოკო
მასალა ნანახია 807
რეიტინგი 1.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 150
კატეგორია შემთხვევა
გამოქვეყნდა 2015 » ივნისი » 22





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css