შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

მიხეილ მაჭავარიანი: ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია პოლიტიკა - - only123.my1.ru

მთავარი » 2015 » ივნისი » 23 » მიხეილ მაჭავარიანი: ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია

მიხეილ მაჭავარიანი: ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა, იმ ციფრებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარი-მაისის საგარეო ვაჭრობას ასახავს და მისი თქმით, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია.

საქტატის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 25%-ით, იმპორტი კი 9%-ითაა შემცირებული, რაც ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური უკუსვლა გრძელდება.

„ერთი მხრივ, იმპორტის შემცირება ლარის გაუფასურების ტემპის შემცირების საფუძველია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტი დოლარის - ვალუტის შემოდინების წყაროა.

მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკისათვის რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტი. საქართველომ შარშან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვის გაზრდაზე ემუშავა, 2015 წლის იანვარ-მაისში, ექსპორტი 242 მლნ აშშ დოლარი იყო - რაც 4%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან.

ექსპორტში მინდა გამოვყო რამოდენიმე სასაქონლო ჯგუფი, რომელიც საერთო სურათისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. გაგაცნობთ მონაცემებს, რომელიც ძალიან შემაშფოთებელია: მსუბუქი ავტომობილების ექსპორტიდან შემოსული თანხა 154 650 მლნ დოლარით შემცირდა და ნაცვლად 242 მლნ დოლარისა, 88 მლნ დოლარი შეადგინა. 60%-ით შემცირდა ღვინის ექსპორტი და 70 მილიონის ნაცვლად, 31 მილიონი შემოვიდა (-38 867მლნ დოლარით ნაკლები). შემცირებულია მინერალური წყლების ექსპორტიც. საერთოდ, ექსპორტი შემცირებულია თითქმის ყველა მიმართულებით. ერთადერთი გამონაკლისი თხილისა და კაკალის ექსპორტია, რომელიც გაიზარდა.

ეს მონაცემები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საქართველოს მთავრობას ორიენტაცია რუსულ, არასტაბილურ ბაზრებზე აქვს აღებული, რაც არასწორია. ევროპასთან ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობას სწორედ ევროკავშირის სავაჭრო ბაზრების ასათვისებლად უნდა დაეწყო მუშაობა, რაც სამწუხაროდ არ ხდება.

შემაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან, ექსპორტი 48%-ითაა შემცირებული.

ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობას არ გააჩნია არც გეგმა და არც სტრატეგია, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. მათი საკითხისადმი ზედაპირული დამოკიდებულება კიდევ უფრო ნათლად ჩანს, თუ გავიხსენებთ დაპირებას, რომ მთავრობა შექმნიდა ექსპორტის წახალისების სააგენტოს, რომელიც, როგორც სხვა მრავალი დაპირება, არ შესრულებულა. სააგენტო არ შექმნილა, მთავრობა კი, თავის მხრივ არაფერს აკეთებს ექსპორტის წასახალისებლად, რაც თავისთავად შესაძლა დამღუპველი აღმოჩნდეს საქართველოს ისედაც მყიფე ეკონომიკისათვის.“ - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/2015-06-23-163"
მიხეილ მაჭავარიანი: ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია
მასალა ნანახია 775
რეიტინგი 1.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 163
კატეგორია პოლიტიკა
გამოქვეყნდა 2015 » ივნისი » 23





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css