შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

თბილისის საკრებულომ ბიუჯეტის 44-მილიონიანი მატება დაამტკიცა პოლიტიკა - - only123.my1.ru

მთავარი » 2015 » ივნისი » 23 » თბილისის საკრებულომ ბიუჯეტის 44-მილიონიანი მატება დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ ბიუჯეტის 44-მილიონიანი მატება დაამტკიცა

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

თბილისის საკრებულომ ბიუჯეტის 44 მილიონიანი მატება 31 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. სხდომა საკრბულოში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დეპუტატების კითხვებს ქალაქის მერის მოადგილე, გიორგი ხელაია, პასუხობდა.

ოპოზიციას კითხვები ოლიმპიადასთან დაკავშირებით ჰქონდა, რომლისთვისაც დამატებით კიდევ 13 მილიონი გამოიყოფა. ასევე, მათ აინტერესებდათ საგზაო ინფრასტრუქტურისთვის არსებული 18-მილიონიანი ვალის საკითხიც.

„რატომ გახდა საჭირო დედაქალაქის ბიუჯეტისთვის ვალის აღება? ეს 18 მილიონი არის ვალი, რომელიც ზედმეტ ტვირთად აწვება ქალაქს მაშინ, როდესაც ათობით მილიონი აუთვისებელია. სესხის თანხმობაზე, მინდა საქმის კურსში იყოთ, ჩვენ მხარი დავუჭირეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მივიღეთ განმარტებები, როგორც მერიის წარმომადგენლებისგან, ასევე კოლეგებისგან, რომ აქ იქნებოდა გათვალისწინებული სტიქიის შედეგების აღმოფხვდა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ეს ჩამონათვალი“, - განაცხადა საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თამაზ შოშიაშვილმა.

ბიუჯეტთან პრეტენზიები ჰქონდათ „თავისუფალ დემოკრტებსაც“. დეპუტატ ზაზა ვეკუას ინფორმაციით, ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის მერიამ თავდაპირველად 28 მილიონიანი ბიუჯეტი წარმოადგინა.

„გუნდები იმათ არ დამატებიათ, სპორტის ახალი სახეობები არ გამოგონილა და როგორ მივიღეთ ეს 90 მილიონი? რაღას ვწერდით იმ 28 მილიონს?“. - განაცხადა ვეკუამ.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრს თბილისის მერის მოადგილემ უპასუხა.

„ეს ღონისძიება სრული ფინანსური მხარდაჭერის გარეშე იყო დაგეგმილი. ეს არის ნომერ პირველი პრობლემა. არსებული 153 მილიონიდან ჩვენამდე თანხები დახარჯული იყო. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ 100 მილიონი დაიხარჯა, დანარჩენი თანხები კი მანამდე იყო გახარჯული,“ - აცხადებს მერის მოადგილე, გიორგი ხელაია.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/2015-06-23-169"
თბილისის საკრებულომ ბიუჯეტის 44-მილიონიანი მატება დაამტკიცა
მასალა ნანახია 824
რეიტინგი 1.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 169
კატეგორია პოლიტიკა
გამოქვეყნდა 2015 » ივნისი » 23





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css