+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
საიტი cont.ws აქვეყნებს სტატიას სათაურით: "კოლომოისკი სააკაშვილის თავს მოსკოვში შეწყალების სანაცვლოდ ჩაიტანს", გთავაზობთ მოკლე თარგმანს:
"უკრაინულ სოციალურ მედიაში ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ მილიარდერი კოლომოისკი მოსკოვთან მისასვლელ გზებს ეძებს და იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილს ოდესიდან რუსეთის დედაქალაქში ჩაიყვანს, კრემლისაგან სრულ ამნისტიას მიიღებს.
სიმართლეა ეს თუ არა, ძნელი დასადგენია, მაგრამ სააკაშვილი რომ კოლომოისკის დაუპირისპირდა, ეს ფაქტია.
თუ საკითხს ტექნიკური კუთხით მივუდგებით, რა თქმა უნდა, კოლომოისკის გააჩნია შესაძლებლობებიცა და საკმარისი კავშირებიც, იმისათვის რომ სააკაშვილი ოდესას ჩამოაშოროს და მოსკოვში ჩაიყვანოს. ამისათვის მას სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ მიშას ელიტური დაცვის მოსყიდვა ან განადგურება. მისთვის ეს სირთულეს არ წარმოადგენს. შეუძლია სააკაშვილი პირველივე გემით, კონტეინერში ჩაკეტილი, მოსკოვში ჩაიყვანოს.
რა საშიშროება ემუქრება ოლიგარქს. პოროშენკოს დამხობამდე და იქამდე, ვიდრე კოლომოისკი საკუთარ კაპიტალს დასავლეთის ბანკებიდან გაიტანს, ყველასათვის ცნობილი გახდება ვინ „ჩაუშვა" სააკაშვილი.
ამიტომაც, ოლიგარქი ჯერ ასე არ მოიქცევა. ის დაელოდება. დაელოდება სანამ პოროშენკოს რეჟიმი არ შეირყევა, დაელოდება სამხედრო მოქმედებებს, როცა დასავლეთისა და მსოფლიოს ყურადღება დონბასზე იქნება მიპყრობილი. დაელოდება, ვიდრე მისი ძირითადი აქტივები გადავა ბანკებში, რომლის კონტროლსაც დასავლეთის ფინანსური სტრუქტურები ვერ ახერხებენ. შეიძლება ყველაფერი ოქროდ აქციოს.
კოლომოსიკი, სხვა უკრაინელი მარიონეტებისაგან განსხვავებით, უკვე მიხვდა რა ხდება და რომ, მისი იმპერიისაგან არაფერი დარჩება. და თუ უკრაინაში ის თითქმის ღმერთია, სადმე დასავლეთში, სადაც ის იძულებული იქნება გაიქცეს, მხოლოდ ხელის ბიჭი იქნება. ის იქნება ბერეზოვსკი, რომელსაც ადრე თუ გვიან, აუცილებლად ჩამოკიდებენ თოკზე საკუთარ აბაზანაში.
ასეთი პერსპექტივა მას არ ახარებს. სულ სხვა საქმეა ვლადიმერ პოტანინი. პოტანინი ვლადიმერ პუტინის მეგობარია და მას დასავლეთი ვერაფერს დაუშავებს. იგრძნობა, რომ კოლომოისკი, ყველანაირად ცდილობს მოსკოვთან დაახლოებას, სიტყვებით: „მაპატიეთ, ვცდებოდი".
როგორც ავტორს, არ შემიძლია საკუთარი აზრი არ გამოვთქვა. მიმაჩნია, რომ ბებერ ებრაელს შეიძლება აპატიო. შეიძლება დასაჯო და აიძულო გამოისყიდოს საკუთარი შეცდომები. რაც არ უნდა თქვა, იგორ კოლომოისკის იმპერია გამოკვეთილად ანტიეროვნული არ ყოფილა იანუკოვიჩის პერიოდში."
გაუზიარე მეგობრებს
loading...