შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

კომაროვის სკოლის მოსწავლეები ინოვაციურ პროექტებს შექმნიან მეცნიერება და ტექნიკა - - only123.my1.ru

მთავარი » 2015 » ივნისი » 24 » კომაროვის სკოლის მოსწავლეები ინოვაციურ პროექტებს შექმნიან

კომაროვის სკოლის მოსწავლეები ინოვაციურ პროექტებს შექმნიან

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N 199 საჯარო სკოლასა და კომპანია „პოტერსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის საფუძველზე მხარეები ინოვაციების ლაბორატორიას შექმნიან.

დოკუმენტს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ქაშიბაძემ, კომპანია “Potters Digital Agency”-ს დირექტორმა დავით ხოსროშვილმა და ვლადიმერ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N 199 საჯარო სკოლის დირექტორმა ივანე კვიტაშვილმა მოაწერეს.

ლაბორატორიის მიზანია ადრეულ ეტაპზე მოამზადოს პრაქტიკული ცოდნის მქონე მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლის გაგრძელების პარალელურად შეძლებენ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმებას, ან საკუთარი მაღალტექნოლოგიური ბიზნეს საქმიანობის დაწყებას.

ინოვაციების ლაბორატორია წარმოადგენს პროექტს, რომელიც საგანმანათლებლო სფეროში კომპანიისა და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლობას ითვალისწინებს. ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, მოსწავლეები კი მათი გამოყენებით მუშაობენ ახალი, ინოვაციური პროექტების შექმნასა და განვითარებაზე. ლაბორატორიის პარტნიორი კომპანია კი სასწავლო პროცესებს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული ამოცანებით უზრუნველყოფს.

პროექტის ფარგლებში ვლადიმირ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N 199 საჯარო სკოლა უახლესი დანადგარებით აღიჭურვება. ლაბორატორია ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მიერ ინოვაციური ტექნოლოგიების და პროექტების შემუშავებას.

ლაბორატორია იმუშავებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:

● ინოვაციური მობილური აპლიკაციები

● სმარტ საათების და სხვადასხვა “ტარებადი” მოწყობილობებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა

● Internet of Things

გარდა ამისა, მხარეთა შეთანხმებით ლაბორატორიის ბაზაზე გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები, სემინარები, მასტერკლასები, ტრენინგები და ახალგაზრდული კონკურსები, მათ შორის ე.წ. ჰაკათონები.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/2015-06-24-181"
კომაროვის სკოლის მოსწავლეები ინოვაციურ პროექტებს შექმნიან
მასალა ნანახია 828
რეიტინგი 1.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 181
კატეგორია მეცნიერება და ტექნიკა
გამოქვეყნდა 2015 » ივნისი » 24





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 7
სტუმრები 7
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 7
სტუმრები 7
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css