+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
ამერიკის შეერთებული შტაგების აღმოსავლეთ სანაპიროსთან თოვლის საფარმა 102 სანტიმეტრს მიაღწია. ძლიერმა ქარბუქმა ნიუ იორკსა და ვაშინგტონსაც გადაუარა.
თოვლმა სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლის პარალიზება გამოიწვია და 200 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
სულ მცირე, 18 ადამიანი გარდაიცვალა არამხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევების, არამედ თოვლის ვარდნის შედეგადაც.
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია ნიუ იორკის, ტენესის, ჯორჯიას, კენტუკის, ჩრდილოეთ კაროლინას, ნიუ ჯერსის, ვირჯინიას, დასავლეთ ვირჯინიას, მერილენდის, პენსილვანიის შტატებსა და კოლუმბიის ოლქში.
ქარბუქის ინტენსივობა აშშ-ში მცირდება.
გაუზიარე მეგობრებს
loading...