+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, კახა ცხადაძე ეროვნულ ნაკრებს აღარ გაწვრთნის. გადაწყვეტილება კობიაშვილმა გუშინ დააანონსა, მოგვიანებით კი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას აღმასკომი მიიღებს, მისთვის კი, ცხადაძე ნაკრების მწვრთნელი აღარ არის.
„კახა ცხადაძე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი აღარ არის. მე არ მისაუბრია იმაზე, რომ მასთან ფეხბურთის ფედერაციამ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ამაზე აღმასკომზეც ვისაუბრებთ. ჩემთვის, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის, ეს თემა დახურულია. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ყველაფრის უფლება აქვს, უბრალოდ, ჩემი პრინციპია ის, რომ, ერთპიროვნულად არ ვიღებ გადაწყვეტილებას.
არსებობენ სხვა მწვრთნელები, ძალიან წარმატებული და კარგი მწვრთნელები. ასე რომ, დაველოდოთ მოვლენებს“, - განაცხადა კობიაშვილმა.
გაუზიარე მეგობრებს
loading...