შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

"ეს ფაქტი ნოემბერში მოხდა, როცა მიშა და მისი მეგობარი კიევში ქორწილში იყვნენ და უკრაინაში ერთი კვირით დარჩნენ" შოუბიზნესი - - only123.my1.ru

მთავარი » 2016 » იანვარი » 24 » "ეს ფაქტი ნოემბერში მოხდა, როცა მიშა და მისი მეგობარი კიევში ქორწილში იყვნენ და უკრაინაში ერთი კვირით დარჩნენ"

"ეს ფაქტი ნოემბერში მოხდა, როცა მიშა და მისი მეგობარი კიევში ქორწილში იყვნენ და უკრაინაში ერთი კვირით დარჩნენ"

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

სოციალურ ქსელში, უკრაინული ტელეკომპანია Еспресо.TV-ს მიერ ბორისპოლის აეროპორტში გადაღებული კადრები გავრცელდა, სადაც ცნობილი ქართველი მსახიობი მიშა მესხი და მისი მეგობარი რეზი ოძელაშვილი არიან აღბეჭდილნი. ტელეკომპანიასთან ინტერვიუში სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ ორი ქართველი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად გაითიშნენ და ამის შესახებ სამართალდამცავებს ტაქსის მძღოლმა შეატყობინა. ვიდეო ორი თვის წინ არის გადაღებული, თუმცა საჯაროდ წუხელ გავრცელდა.

"ambebi.ge" მიშა მესხის დას, მარი მესხს დაუკავშირდა.

- მარი, როდის მოხდა ეს ფაქტი?

- ეს ფაქტი ნოემბერში მოხდა, როცა მიშა და მისი მეგობარი კიევში ქორწილში იყვნენ და უკრაინაში ერთი კვირით დარჩნენ. ალბათ, ის ერთი კვირა საერთოდ არც ეძინათ და გადაიღალა ორივე. როდესაც ეს ფაქტი დაფიქსირდა, იმ დღესვე ჩავედი უკრაინაში. სამედიცინო დასკვნაში წერია, რომ მიშას და მის მეგობარს სასმელისგან და ლირიკისგან მოეწამლა ორგანიზმი, ასე ვთქვათ, "პერედოზი" დაემართათ ლირიკისგან და სასმელისგან. ძალიან დაგვიდგა გვერდით საკონსულო და დიდ მადლობას ვუხდი მათ. ახლა ვნახე ვიდეო, ძალიან ცუდად არის ნაჩვენები ყველაფერი. ფაქტია, რაღაცაშია საქმე, შავი პიარის აგორება უნდოდათ მიშას მიმართ. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, სამი დღით ადრე დაიწერა, რომ მიშა მესხი მოკვდა. მინდოდა მეჩივლა, მაგრამ აღარ ვიჩივლე. ენას დიდი ძალა აქვს, ალბათ.

- იცოდით ამ ვიდეოს შესახებ? ხომ არ აპირებთ, რომ პასუხი მოსთხოვოთ უკრაინელ სამართალდამცველებს და ტელეკომპანიას ამის ღიად ჩვენებისთვის?

- არ ვიცოდი, გადაღებული რომ იყო ეს მასალა. რატომ უნდა ვუჩივლო? მათი ნებაა, როგორც უნდა, ისე აჩვენებენ. ერთ რამეზე მწყდება გული... ამ ამბის შემდეგ მიშა მონასტერში იყო, ფანტასტიკურად არის და არ მინდა ნერვები მოეშალოს.

მიშასთვის არც დამირეკავს, ზუსტად ვიცი, რომ მკვდარია, ისე განიცდის. პრობლემები ყველა გვაქვს, მათ შორის მიშასაც, მაგრამ ამას ხომ არ მოყვება? მისთვის ისიც პრობლემაა, რომ არ არის რეალიზებული. საქართველოში მსახიობის ბედი ასეთია. არ მინდოდა ინტერნეტში კომენტარების წაკითხვა, მაგრამ მაინც წავიკითხე.

მივმართავ ხალხს, თავი შეიკავოს ლანძღვისგან. 90-იანი წლებიდან გამომდინარე ყველა ნარკოტიკებით არის გაუბედურებული. დედებს, დებს, ძმებს ვთხოვ, ნუ იტყვიან ცუდს ნურავიზე. ღმერთმა გვასწავლა, რომ ეს ცუდია, მაგრამ არავინ იცის, რა დაგვემართება. ისედაც გამწარებულ ოჯახს ისევ ნუ გაგვამწარებთ. მას ჰყავს დედა, შვილი, და. იმის მაგივრად, რომ გვერდით დავუდგეთ, პირიქით ვიქცევით.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/2016-01-24-255"
"ეს ფაქტი ნოემბერში მოხდა, როცა მიშა და მისი მეგობარი კიევში ქორწილში იყვნენ და უკრაინაში ერთი კვირით დარჩნენ"
მასალა ნანახია 813
რეიტინგი 1.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 255
კატეგორია შოუბიზნესი
გამოქვეყნდა 2016 » იანვარი » 24





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css