შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

ხადახან გავიხსენოთ ზვიად გამსახურდია“ - სანიკიძემ პრეზიდენტს უსაყვედურა პოლიტიკა - - only123.my1.ru

მთავარი » 2016 » თებერვალი » 3 » ხადახან გავიხსენოთ ზვიად გამსახურდია“ - სანიკიძემ პრეზიდენტს უსაყვედურა

ხადახან გავიხსენოთ ზვიად გამსახურდია“ - სანიკიძემ პრეზიდენტს უსაყვედურა

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

„ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელმა გუბაზ სანიკიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პარლამენტში გამოსვლისას, ზვიად გამსახურდიას არხსენების გამო უსაყვედურა.

„თქვენ ახსენეთ, ორი ისტორიული პიროვნება, მოღვაწე, ნოე ჟორდანია და ზურაბ ჟვანია. არ ვიტყვი იმას, რომ თქვენ ეს შეგნებულად გამოგრჩათ, თუმცა, მე არ ვიცი, რას შეიძლება დავაბრალო - ზვიად გამსახურდია არ იქნა ნახსენები ამ დარბაზში.

საქართველოს დამოუკიდებლობა, მოგვწონს ვინმეს, არ მოგვწონს, ვიყავით მისი მომხრეები, ან მოწინააღმდეგეები, ჰქონდა თუ არა მას შეცდომები - ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის სოლისტი, მედროშე, არის ზვიად გამსახურდია. მოკლე მეხსიერებამ ჩვენ ბევრჯერ წაგვაგებინა და ვთვლი, რომ მოკლე მეხსიერება არ არის ჩვენი მოკავშირე. იმასაც ვთვლი, რომ ზვიად გამსახურდია არ არის ის პერსონა, რომელიც ჩვენ სასწრაფოდ უნდა დავივიწყოთ. ზვიად გამსახურდიას პერსონა არაფერში არ უშლის ხელს ქართულ სახელმწიფოს და მისი ხსოვნა, მისი საქმიანობის ხსოვნა.

აბსოლუტური და უნივერსალური პიროვნებები ისტორიამ არ იცის. ძალიან დიდი ადამიანები, ჯორჯ ვაშინგტონი იქნება, ჯუზეპე გარიბალდი, მარკიზ ლაფაიეტი იქნება - ესენი არ იყვნენ უნაკლო ადამიანები, მაგრამ ისინი ემსახურებოდნენ დიდ იდეებს, ადამიანის თავისუფლებას - სოციუმის თავისუფლებას.

არ მიიღოთ ეს შენიშვნად, თუმცა, შეხსენებად შეიძლება ჩავთვალოთ - ხადახან გავიხსენოთ ზვიად გამსახურდია, ამ ქართული სახელმწიფოს შემქმნელი, დამოუკიდებლობის გამომცხადებელი. გაივლის ასწლეულები, ღმერთმა ქნას, ათასწლეულები და საქართველო არსებობდეს - პატარა ქართველ ბავშვს რომ ჰკითხონ, ვინ მოუტანა საქართველოს დამოუკიდებლობა, ყოველთვის იტყვიან, რომ ის იყო ზვიად გამსახურდია“, - განაცხადა სანიკიძემ.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/2016-02-03-279"
ხადახან გავიხსენოთ ზვიად გამსახურდია“ - სანიკიძემ პრეზიდენტს უსაყვედურა
მასალა ნანახია 843
რეიტინგი 1.0
ავტორი deeviil1
მასალის ID 279
კატეგორია პოლიტიკა
გამოქვეყნდა 2016 » თებერვალი » 3





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css