შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

„მადლობა მინდა ვუთხრა პრეზიდენტს ყველა იმ სიტყვისთვის, რომელიც ქართველ სამხედრო მოსამსახურეებზე თქვა“ პოლიტიკა - - only123.my1.ru

მთავარი » 2016 » თებერვალი » 3 » „მადლობა მინდა ვუთხრა პრეზიდენტს ყველა იმ სიტყვისთვის, რომელიც ქართველ სამხედრო მოსამსახურეებზე თქვა“

„მადლობა მინდა ვუთხრა პრეზიდენტს ყველა იმ სიტყვისთვის, რომელიც ქართველ სამხედრო მოსამსახურეებზე თქვა“

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში წლიური მოხსენებით წარდგა. ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებსა და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე გაამახვილა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც საკუთარ სამშობლოს და მშვიდობას მსოფლიო მასშტაბით ემსახურებიან.

პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას პრემიერმინისტრთან და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრო. პრეზიდენტის ანგარიში და მთავარი გზავნილები სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა რამდენიმე დღის წინ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ყველა ეს საკითხი გაგვევლო. საერთაშორისო მისიები ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თემა იყო ჩვენს შეკრებაზე, შესაბამისად, ყველა სიტყვა, რომელიც ჩვენ დღეს პრეზიდენტისგან მოვისმინეთ, გამომდინარეობს იმ კონტექსტიდან, ერთობლივი კონსენსუსიდან, რომელიც უშიშროების საბჭოზე განვიხილეთ. საქართველოს ჰყავს ხელისუფლება ორივე ხელისუფალის წარმომადგენლობით, იქნება ეს პრემიერმინისტრი თუ პრეზიდენტი, რომლებსაც ერთნაირი ხედვა აქვთ იმის შესახებ, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეუქცევადია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის.

ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უფრო მეტი სიმტკიცისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის მონაწილე და წევრი ქვეყანა. საერთაშორისო მისიები, სწორედ, ამ საკითხის შემადგენელი ნაწილია...

მადლობა მინდა ვუთხრა პრეზიდენტს ყველა იმ სიტყვისთვის, რომელიც ქართველ სამხედრო მოსამსახურეებზე თქვა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ქვეყნის მთავარი ტრიბუნიდან საუბრის დროს საკუთარი გამოსვლის მნიშვნელოვან ნაწილს ამ თემას უთმობს. ეს ყველა სამხედროსთვის და მთლიანად თავდაცვის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/2016-02-03-283"
„მადლობა მინდა ვუთხრა პრეზიდენტს ყველა იმ სიტყვისთვის, რომელიც ქართველ სამხედრო მოსამსახურეებზე თქვა“
მასალა ნანახია 874
რეიტინგი 1.0
ავტორი deeviil1
მასალის ID 283
კატეგორია პოლიტიკა
გამოქვეყნდა 2016 » თებერვალი » 3





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css