შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

თიბისი ბანკი საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორი გახდა სპორტი - - only123.my1.ru

მთავარი » 2016 » თებერვალი » 3 » თიბისი ბანკი საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორი გახდა

თიბისი ბანკი საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორი გახდა

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

„რაგბი ჩვენი თამაშია“ - თიბისი ბანკი საქართველოს რაგბის კავშირის და ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელსაც თიბისი ბანკის ხელმძღვანელობა, რაგბის კავშირის ადმინისტრაცია, მორაგბეები და მედია დაესწრო.

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თიბისი ბანკი საქართველოს რაგბის კავშირის, რაგბის ეროვნული ნაკრების, საქართველოს რაგბის ყველა ასაკობრივი ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი ხდება. ასევე, თიბისი ბანკი ეროვნული შვიდკაცა ნაკრების ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი იქნება.

საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისი ბანკის თანამშრომლობის მთავარი მიზანია, ქართულ საზოგადოებაში დაინერგოს რაგბი და სარაგბო ღირებულებები, რაგბი გახდეს ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და გაძლიერდეს მისი პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

„დღეს ორი წარმატებული ბრენდი თიბისი ბანკი და ქართული რაგბი დაუკავშირდა ერთმანეთს იმისთვის, რომ მეტი სიხარული მიანიჭოს ქართულ საზოგადოებას. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ გამარჯვების განცდა. რაგბი არ არის მხოლოდ სპორტი, ეს არის ფილოსოფია გამარჯვების მისაღწევად. გამარჯვებას რომ მიაღწიო სულ უნდა იყო მოძრაობაში, სწორედ ამიტომ არის რაგბი ჩემთვის საინტერესო სპორტი,“რაგბი ჩვენი თამაშია!“ - განაცხადა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრები „რაგბი ევროპის“ წლევანდელი ჩემპიონატისთვის უკვე თიბისი ბანკის მხარდაჭერით მოემზადება. გეგმაშია ბევრი ერთობლივი ღონისძიება, მათ შორის სოციალური პროექტები და რაგბის ბრენდული მაღაზიის განახლება. 6 თებერვალს კი „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის პირველ თამაშზე, სადაც საქართველო გერმანიას დაუპირისპირდება, ბორჯღალოსნები უკვე თიბისი ბანკის ბრენდის ქვეშ იასპარეზებენ.

2017 წელს საქართველო მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენისთვის ემზადება - ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები თიბისი ბანკის მხარდაჭერით ითამაშებს.

„დიდი მადლობა თიბისი ბანკს თანადგომისთვის. როგორც აქამდე მოვდიოდით გამარჯვებებით, ასევე ვაპირებთ გაგრძელებას ამჯერად იმ პარტნიორთან ერთად, ვისთანაც გვაქვს სრული თანხვედრა. საზოგადოებას ვპირდებით, რომ რაგბი გახდება სახალხო სპორტი და ჩვენ ამას შევძლებთ ჩვენს ახალ პარტნიორთან ერთად,“ - აღნიშნა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

„ ქართულ რაგბს ჰყავს ახალი პარტნიორი, გენერალური სპონსორი თიბისი ბანკის სახით, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესი საქართველოში. დღეს ორი ძალიან წარმატებული ბრენდი იწყებს თანამშრომლობას, იმისათვის რომ გააძლიერონ ქვეყანაში გამარჯვების და წარმატების განცდა, რაც ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.

საქართველოში ლელობურთის ტრადიცია უძველესი დროიდან იღებს სათავეს, თანამედროვე რაგბი ამ ტრადიციის ღირსეული გაგრძელებაა. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც მომავალ თაობას უნდა გადაეცეს და თიბისი ბანკის გუნდი ბედნიერია, რომ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ ეროვნულ საქმეში.

#რაგბიჩვენითამაშია




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/2016-02-03-286"
თიბისი ბანკი საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორი გახდა
მასალა ნანახია 842
რეიტინგი 1.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 286
კატეგორია სპორტი
გამოქვეყნდა 2016 » თებერვალი » 3





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 16
სტუმრები 16
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 16
სტუმრები 16
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css