შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

კანონპროექტს, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯას ითვალისწინებს საპატრიარქო ეხმაურება პოლიტიკა - - only123.my1.ru

მთავარი » 2016 » თებერვალი » 4 » კანონპროექტს, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯას ითვალისწინებს საპატრიარქო ეხმაურება

კანონპროექტს, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯას ითვალისწინებს საპატრიარქო ეხმაურება

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატანი ცვლილებების კანონპროექტთან კავშირს საქართველოს საპატრიარქო უარყოფს. ცვლილებები რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს.

„როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელის შემოღებას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის.

სოციალურ ქსელებშიც და ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებებშიც ვრცელდება ინფორმაცია ამ კანონპროექტთან საპატრიარქოს კავშირის შესახებ, მიაჩნიათ რა, რომ მისი მიზანი თითქოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის „ჯანსაღი კრიტიკის აცილებაა“, რაც რეალობას არ შეესაბამება.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან ხშირია ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის მიმართ ცილისწამებლური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები და გამოსვლები, მსგავსი კანონპროექტის მიღების საკითხი არც ადრე და არც ამჟამად ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა.

რელიგიურ თემებთან დაკავშირებულ ამ და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებთან მიმართებაში მომავალ სამშაბათს საქართველოს საპატრიარქოში იგეგმება ინტერრელიგიურ საბჭოში შემავალი რელიგიური გაერთიანებების სამუშაო შეხვედრა“, - განაცხადეს საპატრიარქოში.

ცნობისთვის, სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!" გამოხატავს უკიდურესად უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტისადმი, - „იკვეთება, რომ კანონის მიღების მიზანს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ არსებული ჯანსაღი კრიტიკის აკრძალვა წარმოადგენს“.

საქმე ეხება ცვლილებებს, რომლის თანახმადაც პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. რელიგიური სიწმინდეების და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარია.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/2016-02-04-288"
კანონპროექტს, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯას ითვალისწინებს საპატრიარქო ეხმაურება
მასალა ნანახია 808
რეიტინგი 1.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 288
კატეგორია პოლიტიკა
გამოქვეყნდა 2016 » თებერვალი » 4





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css