შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დამფუძნებელი 1 526 437 ლარის მითვისების ფაქტზე დააკავეს სამართალი - - only123.my1.ru

მთავარი » 2016 » თებერვალი » 4 » მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დამფუძნებელი 1 526 437 ლარის მითვისების ფაქტზე დააკავეს

მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დამფუძნებელი 1 526 437 ლარის მითვისების ფაქტზე დააკავეს

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, შპს „სამშენებლო-კომერციული კორპორაცია ხიდის“ დამფუძნებელი, თეიმურაზ წივწივაძე დააკავა.

როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, საქმე ეხება, ავჭალის დასახლებაში არსებული ეგრეთ წოდებული „ზაჰესის ხიდის“ და სარკინიგზო გზაგამტარის რეაბილიტაციის პროცესში ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ გაიმარჯვა ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მოეხდინა ხიდის და სარკინიგზო გზაგამტარის რეკონსტრუქცია, დამფუძნებელმა თეიმურაზ წივწივაძემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ბიუჯეტის კუთვნილი 1 526 437 ლარი.

ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის 2-ე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას“, - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/2016-02-04-295"
მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დამფუძნებელი 1 526 437 ლარის მითვისების ფაქტზე დააკავეს
მასალა ნანახია 865
რეიტინგი 1.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 295
კატეგორია სამართალი
გამოქვეყნდა 2016 » თებერვალი » 4





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 27
სტუმრები 27
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 27
სტუმრები 27
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css