შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

პრემიერი კრიზისების მართვის საბჭოს უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შესვლის მოთხოვნას არაადეკვატურს უწოდებს პოლიტიკა - - only123.my1.ru

მთავარი » 2016 » თებერვალი » 4 » პრემიერი კრიზისების მართვის საბჭოს უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შესვლის მოთხოვნას არაადეკვატურს უწოდებს

პრემიერი კრიზისების მართვის საბჭოს უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შესვლის მოთხოვნას არაადეკვატურს უწოდებს

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შესვლის მოთხოვნა, არსებული საკონსტიტუციო რეალობის გათვალისწინებით, არაადეკვატურია.

„ნებისმიერი კრიზისზე ქვეყანაში პასუხისმგებელია მთავრობა და კრიზისული ვითარება უნდა იმართებოდეს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, რომლის მეთაურია პრემიერმინისტრი. კრიზისული სიტუაციების ოპერატიულად მართვისთვის მთავრობას სჭირდება ეფექტური და ქმედითი ორგანო, რასაც ამ შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო წარმოადგენს.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციები მკაფიოდ არის გამიჯნული“, - მიიჩნევს პრემიერი.

მისი აზრით, ადგილი აქვს მთავრობისა და პირადად მისი მხრიდან პოლიტიკური წესრიგის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების მცდელობას.

„აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური პასუხისმგებელია მართვაზე და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს თუ ინსტიტუტს, რომელიც ეფექტური მენეჯმენტისთვის არის საჭირო. ძველი კონსტიტუციით, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური იყო პრეზიდენტი, ბუნებრივია, რომ უშიშროების საბჭოში იყო აკუმულირებული ყველა ფუნქცია. დღევანდელი კონსტიტუციით, თუ კრიზისი გადადის საგანგებო მდგომარეობაში, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გადაწყვეტილებების ნაწილის მიღება უშიშროების საბჭოს ფორმატში“, - წერია კვირიკაშვილის განცხადებაში, რომელიც პრემიერის პრესსამსახურმა გაავრცელა.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/2016-02-04-303"
პრემიერი კრიზისების მართვის საბჭოს უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შესვლის მოთხოვნას არაადეკვატურს უწოდებს
მასალა ნანახია 980
რეიტინგი 3.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 303
კატეგორია პოლიტიკა
გამოქვეყნდა 2016 » თებერვალი » 4





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css