„ბირჟა მაფიის“ წევრებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ - - only123.my1.ru
მთავარი » 2017»ივნისი»9 » „ბირჟა მაფიის“ წევრებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
„ბირჟა მაფიის“ წევრებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება
„ბირჟა მაფიის“ წევრებს, მიშკა მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ამას სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი ითვალისწინებს, რომლითაც მათ ბრალი წარედგინათ (სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტი).
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. შსს-ს ცნობით, გ.ქ. დანაშაულს აღიარებს.
„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-2 და მე-3 განყოფილებების თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ორი პირი - 1989 წელს დაბადებული მ.მ. და 1996 წელს დაბადებული გ.ქ. ნარკოდანაშაულისათვის თბილისში დააკავეს“.
ჰიპ-ჰოპ პროექტის „ბირჟა მაფიას“ ბოლო კლიპს უკავშირებს მიშკა მგალობლიშვილისა და Kay G (გიორგი ქებურია) დაკავებას ოჯახის ახლობელი. მისი ინფორმაციით, დაკავების წინა დღეს გიორგი ქებურიას შსს-დან დაურეკეს და კლიპის აღება მოსთხოვეს, რაზეც უარი თქვეს და მხოლოდ პოლიციელი დაფარეს.
„როგორც ვიცი, წინა დღით დაურეკეს და სთხოვეს კლიპის წაშლა, ამათ არ წაუშლიათ, მაგრამ დაბლარეს პოლიციელი და აღარ ჩანდა და მეორე დღეს მოხდა ეს ამბავი. ვინ დაურეკა, ზუსტად არ ვიცი. ჩემი ინფორმაციით, შშს-დან პირადად მიშკას ესაუბრნენ“ - განუცხადა ოჯახის ახლობელმა „ლიბერალს“.
გაუზიარე მეგობრებს
loading...
სულ კომენტარები: 0
loading...
ინფორმაცია
/news/2017-06-09-329"
„ბირჟა მაფიის“ წევრებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ