navigacia
...


უმარილო დიეტა


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

წონაში დაკლების ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და შედეგიანი საშუალება არის კვების რაციონიდან მარილის გამორიცხვა. ორგანიზმში მარილის სიჭარბე იწვევს სითხის შეკავებას და ადამიანი ჰიპერტონიამდე მიჰყავს. ზოგს, ალბათ, ჰგონია, რომ ძალიან ძნელია, შეეჩვიოს უმარილო საკვებს, მაგრამ თუ გაითვალისწინებთ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ რამდენიმე მარტივ წესს, სულაც არ გაგიჭირდებათ. წესი პირველი – წაიკითხეთ ეტიკეტი! მიეჩვიეთ, დილაობით მზა საუზმე მიირთვათ? არ გირჩევთ, რადგან მათში საკმაოდ დიდი რაოდენობით არის მარილი. თუ ამ ჩვევას ვერ შეელევით, წაიკითხეთ ეტიკეტზე გაკეთებული წარწერა და აარჩიეთ ის პროდუქტი, რომელსაც აწერია: „მარილის დამატების გარეშე“, ან დააკვირდით მარილის რაოდენობის მითითებას: თუ აწერია – „1,5 გრამზე მეტი მარილი 100 გრამზე“ – ეს ბევრია; „0,3 გრამი მარილი 100 გრამზე “ – ცოტაა. საუკეთესოა ამ ორ მონაცემს შორის ვარიანტი. წესი მეორე – უფრთხილდით სოუსს! კერძში მაიონეზის ან კეტჩუპის ჩამატებით თქვენ ზრდით მასში მარილის შემცველობას. ამის საუკეთესო ალტერნატივაა უმარილო ან ნაკლებად მარილიანი ტომატ-პასტა, ან, ცოტაოდენი არაჟანი. ასევე, სოიის სოუსი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ლიმონის წვენით, ნივრითა და ქინძით. წესი მესამე – მიირთვით ცოცხალი მწვანილი! ნებისმიერი ცოცხალი მწვანილი კერძს ისეთ განუმეორებელ გემოს აძლევს, რომ ნამდვილად არ ღირს მისი გაფერმკრთალება მარილის დამატებით. მთავარია, იცოდეთ, რომელ კერძს რომელი მწვანილი უხდება. წესი მეოთხე – მოამზადეთ თვითონ! ყველასათვის ცნობილია, რომ ნახევარფაბრიკატებში უხვად არის როგორც მარილი, ასევე, საღებავები, ესენციები, ემულგატორები, გემოს გამაძლიერებლები, რათა გახანგრძლივდეს პროდუქტის შენახვის ვადა. ყოველივე ეს კი, გარდა იმისა, რომ მავნებელია ჯანმრთელობისთვის, ძალიან უწყობს ხელს გასუქებას. ამიტომ, ყველაზე საიმედო საშუალებაა, საკვები მოამზადოთ თვითონ, რითაც მთლიანად გამორიცხავთ მავნე ნივთიერებებს და მაქსიმალურად გააკონტროლებთ კერძში მარილის რაოდენობას. წესი მეხუთე – ნელ-ნელა შეეჩვიეთ უმარილო საკვებს! რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, ერთბაშად გადახვიდეთ უმარილო კვებაზე, მაგრამ თუ თანდათანობით შეამცირებთ მარილს, ერთ დღესაც, აღმოაჩენთ, რომ უმარილო კერძები საკმაოდ გემრიელია და კიდევ უფრო გეგემრიელებათ, როცა ყოველი კვირის ბოლოს აიწონებით და დაინახავთ, როგორ ნელ-ნელა „დნებით“. წესი მეექვსე – პურის ნაცვლად მიირთვით „ხლებცი“! მასში პრაქტიკულად არ არის მარილი, არც ცხიმებისა და სახამებლის დანამატები და, აქედან გამომდინარე, საოცრად სასარგებლო და დიეტური პროდუქტია. წესი მეშვიდე – დაივიწყეთ „ფასტფუდი“! მთლიანად გამორიცხეთ თქვენი რაციონიდან ყველანაირი ბურგერი და ნუ დაიზარებთ, ორთქლზე მოამზადოთ ბოსტნეული, ბრინჯი; მოასხით ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი ზეთი და ისე მიირთვით. ამავე მეთოდით შეგიძლიათ, მოამზადოთ ხორცი, თევზი და ფაფებიც კი. ასეთი კერძების მოსამზადებლად არსებობს სპეციალური რამდენიმეიარუსიანი ელექტროქურა, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ ჯანმრთელი და დიეტური კერძების მომზადებაში და, შესაბამისად – გახდომაში.

loading...
slotgio 1156 0 2013-12-16
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css