navigacia
...


სკანდალური ფაქტები დიეტის წინააღმდეგ


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

მიუხედავად იმისა, რომ დიეტა დღეს ყველაზე პოპულარული საშუალებაა წონაში დასაკლებად, როგორც აღმოჩნდა საქმე არც ისე მარტივად არის. გთავაზობთ ათ სკანდალური ფაქტს დიეტის მოყვარულებს.

1. ასიდან მხოლოდ 5 ადამიანი ინარჩუნებს წონას ერთი წლის განმავლობაში.

2. არც ერთი დიეტა არ იძლევა ხანგრძლივი და მყარი შედეგის გარანტიას. იმისთვის, რომ მოხდენილი ფიგურა გქონდეთ და ის შეინარჩუნოთ, აუცილებელია გადახედოთ ზოგადად თქვენი ცხოვრების წესს და, კერძოდ, რაციონს.

3. დიეტის უმეტესობა ცხიმებს არ წვავს, არამედ წყალს დევნის ორგანიზმიდან ან უფრო უარესი, წვავს ცილებს, მათ შორის კუნთოვან ქსოვილს. თუ მორიგი მოდური დიეტით _ ~10 კგ-ის დაკლება 10 დღეში~ - ისარგებლებთ, იცოდეთ, რომ ყველაფერს, რაც დაკარგეთ, აუცილებლად მეთერთმეტე დღეს აკრეფთ.

სუფთა ფიზიოლოგიური მიზეზის გამო ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია დღე-ღამეში კილოგრამი ცხიმი დაკარგოს (მხოლოდ ძალიან იშვიათი, ძალიან საშიში და ძალიან მძიმე ავადმყოფობის დროს). სრული შიმშილობის დროს ორგანიზმი საკუთარ რეზერვებს ხარჯავს. ის დღეში 250 გრამი ცხიმს კარგავს, ესე იგი თვეში არაუმეტეს - 7-8 კილოგრამისა, თუმცა სინამდვილეში ეს ციფრი კიდევ ფრო ნაკლებია იმის გამო, რომ მეოთხე დღეს ორგანიზმი ენერგოხარჯვის შემცირებას იწყებს.

4. წონის ოპტიმალური დაკლება: არაუმეტეს 2-4 კილოგრამისა თვეში. სხვა შემთხვევაში კუნთოვანი ქსოვილის დაკარგვის რისკზე მიდიხართ. ამ უკანასკნელის შემცირება კი გამოიწვევს იმას, რომ დიეტის შემდეგ დაკარგულ კილოგრამებს სწრაფად დაიბრუნებთ.

5. თუ ხშირად იმყოფებით დიეტაზე, ფრთხილად იყავით ცელულიტთან. მეცნიერებმა აღმოაჩინეს დამოკიდებულება წონის ხშირ დაკლებასა და ბარძაყებზე უხეში კანის, ე.წ. ფორთოხლის ქერქის გაჩენას შორის.

6. თუ არ შეგიძლიათ ფუნთუშებსა და მაკარონზე უარი თქვათ, ამისათვის თავს ნუ გალანძღავთ, პირიქით - უარს ნუ იტყვით მათზე. მხოლოდ გახსოვდეთ: თუ წონის შენარჩუნება გსურთ, ამ პროდუქტებთან ერთად ცხიმის მოხმარება მინიმუმამდე შეამცირეთ.

7. მაგრამ საერთოდ უცხიმოდ არსებობაც შეუძლებელია. ორგანიზმს ქოლესტერინი ესაჭიროება და ამასთან ვერაფერს გააწყობთ. თუ გადაწყვეტთ, რაციონიდან ცხიმი ამოიღოთ, მოემზადეთ უარესისათვის: ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ნაღვლის დაგროვება და სხვა უსიამოვნებები არ აგცდებათ. რა ვქნათ? დაიცავით ზომიერება, ნაღების ან ქონის ნაცვლად უპირატესობა მცენარეულ ზეთს მიანიჭეთ.

8. ინგლისელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ საკვების მიღების სისწრაფე ზედმეტი კილოგრამების დაგროვებაზე გავლენას არ ახდენს, თუმცა ბოლო ათი წელი გავრცელებული იყო აზრი - თუ გსურთ გახდომა, ნელა ჭამეთ. როგორც ჩანს, იმ სიჩქარით უნდა ჭამოთ, რასაც თქვენი ორგანიზმი მიეჩვია და ითხოვს. ბრიტანელებმა დაამტკიცეს, ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ნელა ჭამონ, უფრო მეტს მიირთმევენ.

loading...
ADMIN 1066 0 2014-03-19
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 3
სტუმრები 3
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css