navigacia
...


ნუ დამალავთ ასაკს


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ნუ დამალავთ ასაკს
დამეთანხმებით, ასაკს უწინარეს ყოვლისა სულიერი მდგომარეობა განსაზღვრავს, თუმცა ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად სწორი კვება არანაკლებ მნიშვნელოვანია. ექვსდღიანი დიეტა, რომელსაც ამჯერად გთავაზობთ, ბავშვობას ვერ დაგიბრუნებთ, მაგრამ თუ ზედმიწევნით დაიცავთ, რამდენიმე წლით გაახალგაზრდავდებით. არც ირგვლივ მყოფებს დარჩებათ შეუმჩნეველი თქვენი გაბრწყინებული თვალები და გადატკეცილი, სიჯანსაღითა და ახალგაზრდული სიხალასით მბრწყინავი კანი.

პირველი დღე
საუზმე – შვრიის ფაფა, ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი, 50 გრამი ნიგოზი
სადილი – ბოსტნეულის წვნიანი, მოხარშული კვერცხი, 100 გრამი ხაჭო
ვახშამი – ზეითუნის ზეთით შეზავებული მოხარშული ჭარხლის სალათი, 100 გრამი მაწონი ან კეფირი

მეორე დღე
საუზმე – შვრიის ფაფა, თაფლით შეზავებული გახეხილი ვაშლი, 50 გრამი ნიგოზი
სადილი – მოხარშული ქათმის ხორცი (300 გრამი), ხახვითა და ნივრით შეზავებული მოშუშული ბოსტნეულის სალათი
ვახშამი – ყველის ასორტი, ვაშლის კომპოტი

მესამე დღე
საუზმე – წიწიბურას ფაფა, ფორთოხლის წვენი, 50 გრამი ნიგოზი
სადილი – კომბოსტოს წვნიანი, მოშუშული ბოსტნეულის სალათი, 100 გრამი ხაჭო
ვახშამი – სტაფილოს სალათი, ორი ნაჭერი გამომშრალი პური, ხილის სალათი

მეოთხე დღე
საუზმე – შვრიის ფაფა, მწვანე ჩაი, ერთი ნაჭერი გამომშრალი პური, 50 გრამი ნიგოზი
სადილი – ნებისმიერი წვნიანი, მოხარშული კარტოფილის პიურე, 200 გრამი მოხარშული თევზი
ვახშამი – წიწიბურას ფაფა, 400 გრამი მაწონი

მეხუთე დღე
საუზმე – მოხარშული კვერცხი, 100 გრამი ხაჭო, 50 გრამი ნიგოზი, ჩაი
სადილი – ბოსტნეულის წვნიანი, გამომშრალი პური (2 ნაჭერი), 300 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი
ვახშამი – წიწიბურას ფაფა, 400 გრამი მაწონი ან კეფირი

მეექვსე დღე
საუზმე – თაფლითა და ვაშლით შეზავებული შვრიის ფაფა, 200 გრამი იოგურტი, 50 გრამი ნიგოზი
სადილი – მოხარშული კვერცხი, მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო ნივრით, ბოსტნეულის წვნიანი
ვახშამი – 300 გრამი საქონლის მოხარშული ხორცი, წიწიბურას ფაფა

გირჩევთ:
შესანიშნავი იქნება, თუ ამ დიეტას პერიოდულად დაიცავთ, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა; კვების რაციონს მუდმივად უნდა ადევნოთ თვალყური და დიდი რაოდენობით მიიღოთ სურსათი, რომელიც ახალგაზრდობის ელექსირს შეიცავს, ამ პროდუქტების სიას კი სათავეში ვაშლი, მწვანილი, სტაფილო და ჭარხალი უდგას.
ალბათ, ფაფა არ გიყვართ და მწარედ გახსენდებათ ის დრო, როცა უფროსები ბურღულეულის ჭამას გაიძულებდნენ. სამაგიეროდ, მას ახალგაზრდობის შენარჩუნება ძალუძს.
მიიღეთ დღეში 8-10 ჭიქა სასმელი წყალი. ეს ორგანიზმისთვის აუცილებელია.
მართალია, სიცივეში წყურვილი ნაკლებად გვაწუხებს და ჩაის ან ყავას ვამჯობინებთ, მაგრამ არც სასმელი წყალი უნდა დავივიწყოთ.
რაც შეეხება შიმშილობას, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მოშიებული ადამიანის ორგანიზმი გამოყოფს ნივთიერებას, რომელიც სიცოცხლის სტიმულს გვაძლევს. თუმცა გადამეტებული არაფერი ვარგა. იმავე დიეტოლოგების თქმით, ეს მექანიზმი ხანგრძლივად მხოლოდ თაგვებთან მუშაობს, ადამიანს კი დიდხანს შიმშილობა არ შეუძლია. უმჯობესია, ცოტა მიირთვათ და ხშირად.

გთავაზობთ სალათის რეცეპტს, რომელიც მდიდარია ვიტამინებით, დადებითად მოქმედებს კანის სტრუქტურაზე და დაგეხმარებათ, სინორჩე და მომხიბვლელობა დიდხანს შეინარჩუნოთ:
აურიეთ ერთმანეთში წვრილად დაჭრილი ხახვი, გახეხილი სტაფილო და ბოლოკი, კუბებად დაჭრილი მოხარშული ორაგული, მოხარშული კარტოფილი, გემოვნებისამებრ შეკაზმეთ მწვანილით, პილპილითა და მარილით, შეაზავეთ ზეითუნის ზეთით.

loading...
ADMIN 1197 0 2014-12-06
5.0/5 из 2

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 10
სტუმრები 10
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css