navigacia
...


სილამაზის ინდური საიდუმლო


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ინდოელი ქალები ოდითგანვე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კანის მოვლას. ამ ქვეყანაში მუდმივად ცხელა, კლიმატური პირობები კი, უპირველეს ყოვლისა, კანზე აისახება. ინდოელებს საუკუნეების განმავლობაში ჩამოუყალიბდათ სხეულის მოვლის ტრადიცია და მეთოდები, რომლებსაც დღეს სხვა ქვეყნების ქალბატონებიც აქტიურად იყენებენ. - ცხელი კლიმატისთვის დამახასიათებელი ცხიმიანი კანის მოსავლელად ინდოელები ძირითადად ლიმონს იყენებენ: ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და ამდენივე ხაჭო კარგად აურიეთ და სახეზე წაისვით. 15-20 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. - კანის გასაწმენდად ინდოელი ქალბატონები კვერცხის ცილასაც იყენებენ. ის არა მარტო ასუფთავებს, არამედ ჭიმავს კიდეც კანს და სახეს ახალგაზრდულ იერს უბრუნებს. ცილა სახეზე წაისვით (შეგიძლიათ მცირეოდენი ლიმონის წვენიც შეურიოთ), 15 წუთი გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. - მშრალი კანისთვის ინდოელები ვარდის ფურცლებს იყენებენ: 100 მილილიტრ შრატში ჩაყარეთ 50 გრამი ვარდის ახალი ფურცლები და დაბალ ცეცხლზე 30 წუთი ადუღეთ. შემდეგ გადმოდგით და რამდენიმე საათით გააჩერეთ. მიღებული ნაზავი სახეზე წაისვით და 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ინდოეთში ძალიან პოპულარულია ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები. შეგიძლიათ ნებისმიერით ისარგებლოთ, მხოლოდ ერთადერთი პირობაა - ხილ-ბოსტნეული აუცილებლად ნატურალური, ქიმიური სასუქის გარეშე მოყვანილი უნდა იყოს. 1. პომიდორი, კიტრი და გოგრა ერთმანეთში კარგად გაქენით და რამდენიმე წუთით სახეზე დაიდეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ. 2. ქლიავი ან გარგარი გულმოდგინედ დააქუცმაცეთ, სახეზე წაისვით და 10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. - ინდოეთში ფართოდ იყენებენ კვერცხის გულის ნიღბებს. კვერცხის გული, როგორც ცნობილია, სახის კანისთვის მეტად სასარგებლო ნივთიერება პროტეინს შეიცავს. კვერცხის გულს მცირეოდენი თაფლი დაუმატეთ, კარგად აურიეთ და მიღებული მასა სახეზე წაისვით. 20 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. - თუ თვალები დაგეღალათ და შეგისივდათ, ქუთუთოებზე რამდენიმე წუთით რბილ ქსოვილში გახვეული ყინულის ნატეხები ან კიტრის ნაჭრები დაიდეთ. სხეულის კანის დასარბილებლად და გასასუფთავებლად ინდოელი ქალბატონები აბაზანას უმატებენ: - 2-3 სუფრის კოვზ სახამებელს ან ერთ ჩაის კოვზ გლიცერინს; - ორ ფინჯან სოდას დაამატეთ ორი სუფრის კოვზი მარილი და რამდენიმე წვეთი ეთერზეთი, უმჯობესია ფიჭვის ან ლავანდის. კარგად აურიეთ, შეინახეთ ქილაში და აბაზანას თითო სუფრის კოვზი დაუმატეთ; - ნებისმიერი მცენარეული ზეთი (ზეითუნის, მზესუმზირის); - ერთი სუფრის კოვზი თაფლი კანს გლუვსა და ხავერდოვანს გახდის. - კანის დასარბილებლად კარგია ერთი ჭიქა მშრალი რძე, თუმცა ამ მიზნით შეგიძლიათ აბაზანას ჩვეულებრივი რძეც დაამატოთ. ასეთი აბაზანები ხელს უწყობს კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას, დამამშვიდებლად მოქმედებს ორგანიზმზე და დაძაბული სამუშაო დღის ბოლოს, უბრალოდ, აუცილებელია.

loading...
ADMIN 1389 0 2014-03-15
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css