აფროდიტეს სილამაზის რეცეპტები
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
ვარსკვლავებმა რაც უნდა ილაპარაკონ, აფროდიტეს სიმაღლეებს ვერასდროს შესწვდებიან. შესაბამისად, ყველაზე უტყუარი და შედეგიანი სწორედ აფროდიტეს რეცეპტებია, რომლის მთავარი კომპონენტი ერთი ''უბრალო'' ყველასთვის ხელმისაწვდომი ორხახუშია.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ სილამაზე და ახალგაზრდობა მთლიანად ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. ჯანმრთელობა კი, თავის მხრივ, სწორ კვებასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე. ჯერ კიდევ ავიცენამ გამოიკვლია და დაადასტურა, რომ ოხრახუში თირკმლების, საშვილოსნოსა და შარდის ბუშტის არაჩვეულებრივი გამწმენდი საშუალებაა.
ოხრახუშის ფოთლები და ღერო შეიცავს ეთერზეთს, ფლავონოიდებსა და ვიტამინებს. მასში განსაკუთრებით უხვადაა C ვიტამინი. იგი 5-ჯერ აღემატება ლიმონსა და ფორთოხალში არსებული C ვიტამინის რაოდენობას. გარდა ამისა, ოხრახუში მდიდარია B1, B2, K, PP ვიტამინებით, რკინით, მაგნიუმით, კალციუმით და ფოსფორით.
ოხრახუშს არა მარტო სამკურნალოდ, ხალხურ კოსმეტიკურ საშუალებებშიც აქტიურად გამოიყენებენ. შემორჩენილ რეცეპტებს ჯერ კიდევ აფროდიტეს ხანაში იცნობდნენ:
. პიგმენტურ ლაქებსა და გამონაყარს შეიძლება შემდეგი რეცეპტით უმკურნალოთ: 8 ჩაის კოვზ ოხრახუშის ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. ამ ნაყენით სახე ყოველ დილა-საღამოს ჩამოიბანეთ. კარგია, თუ მას ცოტა ლიმონის წვენსაც დაუმატებთ.
. სასარგებლოა ოხრახუშის ნიღბებიც. წვრილად დაჭრილ ოხრახუშს შეურიეთ 1 სუფრის კოვზი არაჟანი. მიღებული მასა წაისვით გაწმენდილ სახეზე. 15-20 წუთის შემდეგ ანადუღარი წყლით ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა ათეთრებს კანს და მას ელასტიკურობას ანიჭებს.
. ნაოჭების წინააღმდეგ საბრძოლველად 5 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ოხრახუშს დაასხით ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი და სახე ყოველ დილა-საღამოს გაიწმინდეთ.
loading...
ADMIN |
1563 |
|
2014-03-18 |
0.0/5 из 0 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი