navigacia
...


როგორ გავიუმჯობესოთ მხედველობა სათვალის გარეშე


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

სათვალის გარეშე მხედველობის გაუმჯობესების სხვადასასხვა მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი მათგანი 20-ე საკუნის ცნობილი ექიმის უილიამ ბეითსის მიერ არის შემუშავებული. ბეითსის მიხედვით, ცუდი მხედველობის მთავარ მიზეზს წარმოადგენს ფსიქიური დაძაბულობა, რომელიც დაკავშრებულია მხედველობაზე ძალდატანებასთან. ამით ბეითსი ხსნის იმ მიზეზებს, თუ რატომ უარესდება მხედველობა ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად. ცივილიზებული ცხოვრების პირობებში ადამიანის ფსიქიკა მუდმივად დაძაბულია. თანამედროვე ადამიანი ბევრს ნერვიულობს და განიცდის, რაც რათქმაუნდა პირდაპირპროპორცოიულად მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

1


მხედველობის გაუარესების მიზეზებიდან გამომდინარე, მკურნალობის მიზანს უნდა წამოადგენდეს დაძაბულობის მოხსნა, ძალდაუტანებელი მხედველობა."ათასჯერ იყო თვალხილულად ნაჩვენები", - წერს ბეითსი, რომ თვალის კაკლის გარეთა კუნთების ყოველგვარ ანომალიურ მუშაობას თან ახლავს დაძაბულობა ან რაღაცის დანახვა ძალის დატანებით. ამ დაძაბვის მოხსნისთანავე კუნთების მუშაობა ნორმლაური ხდება, ხოლო მხედველობა უმჯობესდება. ეს ფაქტი იძლევა საშუალობას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია "თვალის ანომალიების" აღმოფხვრა.

მხედველობის გასაუმჯობესებელი ვარჯიშები:
იმისათვის, რომ სათვალეების გარეშე მოხდეს მხედვლობის გაუმჯობესება, ბეითსის ყველა მეთოდის მიზანს წამოადგენს თვალის და ფსიქიკის მოდუნებული მდგომარეობის მიღწევა. ბეითსის მეთოდი მოიცავს შემდეგი ვარჯიშების სისტემატურ შესრულებას.

2თვალების დასვენება



თვალების დასვენების უმარტივეს საშუალებას წარმოადგენს დროის მცირე ან ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მათი დახუჭვა და რამე სასიამოვნოს წარმოდგენა. ეს ყველაზე მარტივი და ქმედითი ხერხია, რომელსაც ძალან იშვიათ შემთხვევაში არ მოაქვს სარგებლობა.

3პალმინგი



სახელწოდება წარმოდგება ინგლისური სიტყვა Palm-ისგან (ხელისგული). ეს მეთოდი წინას მსგავსია, მაგრამ დახუჭულ თვალებზე უნდა აიფაროთ ხელისგულილები, რათა გამოირიცხოს სინათლის მოხვედრა თვალზე. შუქის გამორიცხვა ხშირ შემთხვევაში საკმარისია, რათა საკმაოდ მოდუნდეთ, ე.ი გაიუმჯობესოთ მხედველობა.

4მოგონებები და აზრფორმები



როცა მხედველობა ნორმალურია, ფსიქიკა მუდამ მშვიდ მდგომარეობაშია. აქედან გამომდინარე, მოგონებების გამოყენებით შესაძლებელია მხედველობის გაუმჯობესება, რომ მიაღწიოთ მოდუნებას, შემდეგ კი კარგ მხედველობას, საკმარისია რამე კარგის გახსენება და წარმოდგენა - წარმოსახვა.

5შესამოწმებელი ცხრილი



აიღეთ შესამოწმებელი ცხრილი და ჩამოკიდეთ ის 3 იდან 7 მეტრამდე დისტანციით, თქვენგან მოშორებით. ყოველდღე გამოყავით 2-3 წუთი დღეში რამოდენიმეჯერ რათა ყველაზე პატარა ასოებს უყუროთ და მიაჩვიოთ თვალი მათ დანახვას. ავარჯიშეთ 2 - ივე თვალი ცალ-ცალკე. ჯერ ერთ თვალზე მიიდეთ ხელი და ისე შეეცადეთ დაინახოთ ყველაზე მცირე ასო ცხრილზე, შემდეგ კი მეორე. არავითარ შემთხვევაში არ დაძაბოთ თვალი თუ ვერ ხედავთ ან ბუნდოვნად ჩანს მიიწიეთ ახლოს და ისე წაიკითხეთ.

6რისი გაკეთება არ ღირს, ანუ რა არ უნდა გააკეთოთ



არ შეეცადოთ რამე არაბუნებრივი ხერხით შრიფტის მკვეთრად დასანახად მოჭუტოთ თვალები, გვერდულად, ირიბად ან კიდევ რამე სხვა ხერხით დაიწყოთ ყურება.
თქვენ გჭირდებათ მხოლოდ თავისუფლად, ფართოდ და მსუბუქად ყურება, გჭირდებათ მოდუნებული მზერა. თუ შეატყობთ, რომ ეშმაკობთ, დახუჭეთ თვალები, მოადუნეთ თვალის კაკლების უკანა ნაწილიც. შემდეგ ღრმა ამოსუნთქვით გაახილეთ თვალები დადაინახეთ ასოები.
გახსოვდეთ, რომ შრიფტის აღქმის სიმკვეთრე ან ბუნდოვნება დამოკიდებულია იმ ხერზე, რომლითაც უყურებთ მას. შეხედეთ დაძაბუად და ის მოგეჩვენებად გაურკვევლად. ფოკუსი ირევა. შეხედეთ თავისუფლად, მოდუნებულად, ღრმა ჩასუნთქვით.

7როგორ გავიუმჯობესოთ თვალის და ტვინის სისხლმომარაგება?



მხედველობა, რომ ნორმალური გახდეს, თქვენი ტვინი და თვალები საკმარისად უნდა მარაგდებოდეს სისხლით. ამისათვის რეკომენდირებულია თავი გეჭიროთ ხერხემლის გასწვრივ, რადგან ძირითადი არტერიები მდებარეობს თავის უკანა ნაწილში ქალის ფუძესთან. სწორი მდგომარეობის მისაღწევად შეეცადეთ ხელები გადააჯაჭვოთ თავის უკან და დააწვეთ თავის ზემოთა ნაწილს, თან მიაწექით წინ, ხოლო ნიკაპი გადაწიეთ უკან და ზემოთ ხერხემლისკენ. როცა ამას გააკეთებთ, შეგექმნებათ გარკვეული შეგრძნება, რომელიც ხელების დახმარების გარეშეც წარმოიდგენთ.

8მხედველობის სწორი ჩვევები



*ახამხამეთ თვალები;
*ძალდაუტანებლად და მსუბუქად ისუნთქეთ.
*უყურეთ ახლო და შორს მყოფ საგნებს;
*დაძაბვის გარეშე აღიქვით დანახული;
*დროდადრო დახუჭეთ თვალები, რათა მათ დაისვენონ.

მოცემული ინსტრუქცია დაფუძნებულია ვილიამ ბეითსის მეთოდიკაზე. ასევე არსებობს მხედველობის აღდგენის სხვა მეთოდებიც, მაგალითად მხედველობის ლაზერული კორექცია

გაფრთხილებები

ნუ უყურებთ ტელევიზორს ახლოდან, ჩაბნელებულ ოთახში.
ნუ მოსწევთ თამბაქოს.
მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს.
ნუ წაიკითხავთ მანქანით მგზავრობისას ან ცუდი განათების პირობებში.
დიდხანს ნუ იქნებით კომპიუტერის მონიტორის წინ, საათში ერთხელ გაიარეთ 5 წუთით მაინც დაასვენეთ თვალები.

loading...
ADMIN 1809 0 2016-10-16
5.0/5 из 1

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 11
სტუმრები 11
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css