ჭინჭარი იმპოტენციას ამარცხებს
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
ჭინჭარი ორგანიზმისთვის სასარგებლო უამრავ ნივთიერებას შეიცავს. მას უძველესი დროიდან იყენებდნენ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ამჯერად ხალხურ მედიცინაში შემორჩენილი რეცეპტებიდან რამდენიმეს შემოგთავაზებთ:
სასუნთქი სისტემის დაავადების დროს:
- 2 ჩაის კოვზ ჭინჭრის ყვავილს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 30 წუთი და გადაწურეთ. დღის განმავლობაში მიიღეთ, როგორც ამოსახველებელი საშუალება.
თირკმლისა და ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების დროს:
- ჭინჭრის ფოთლების წვენი მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
თირკმლისა და შარდგამომყოფი სისტემების დაავადების დროს:
- თანაბარი რაოდენობის ჭინჭრის, მრავალძარღვასა და ასკილის ნაყოფს დაუმატეთ 0,7 ლიტრი ცივი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე. გააჩერეთ 15-20 წუთი, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ სამ-ოთხჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
იმპოტენციის დროს:
- ჭინჭარი განსაკუთრებით სასარგებლოა მამაკაცებისთვის, რადგან ის დადებითად მოქმედებს პოტენციაზე. შეგიძლიათ მეტი ეფექტიანობისთვის შემდეგი რეცეპტიც გამოიყენოთ:
- 200 გრამ ჭინჭრის თესლს დაასხით 0,5 ლიტრი წითელი ღვინო, გააჩერეთ ერთი კვირა. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში სამჯერ.
loading...
ADMIN |
1471 |
|
2014-03-14 |
5.0/5 из 1 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი