კარტოფილი თმის ცვენას შეგიჩერებთ
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
თუ ფიქრობთ, რომ ჯანმრთელი და ლამაზი თმა ძვირად ღირებული სიამოვნებაა, ნამდვილად ცდებით. ბალზამებისა და კონდიციონერების ნაცვლად შეგიძლიათ ბოსტნეულისა და მცენარეების დახმარებით მიიღოთ სასურველი შედეგი.
კომბოსტოს ლოსიონი
თმის ძირებს ძალზე კარგად კვებავს ე.წ. კომბოსტოს ლოსიონი. მის მოსამზადებლად აიღეთ კომბოსტო და ოხრახუში ერთნაირი პროპორციებით, დაასხით 300 გრამი ადუღებული წყალი, მომზადებული ნაყენი 6 საათი გააჩერეთ. დაბანამდე 30 წუთით ადრე ნაყენი კარგად შეიზილეთ ძირებში და შემდეგ ჩამოიბანეთ.
კარტოფილის ნიღაბი
თმის ცვენის შესაჩერებლად ძალზე კარგია კარტოფილის ნიღაბი. აიღეთ ერთი ცალი დიდი ზომის კარტოფილი, გახეხეთ, დაუმატეთ ორი სუფრის კოვზი ალოეს წვენი და 20 გრამი თაფლი. მიღებული მასა შეიზილეთ თმის ძირებში. შემდეგ თავზე დაიფარეთ პოლიეთილენის პარკი და შემოიხვიეთ პირსახოცი. ეს ნიღაბი გაიჩერეთ ორი საათი, მერე ჩამოიბანეთ და ჩვეულებრივად დაიბანეთ თავი შამპუნით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ორჯერ იქამდე, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.
სწორი კვება
თმისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ იკვებებით, რადგან არასწორი კვების შემთხვევაში მხოლოდ თმაზე ზრუნვა ვერ მოგიტანთ სასურველ შედეგს.
ბიოტინი ენერგიის წყაროა, ამაგრებს თმის ძირებს და თმას ბრწყინვალებას მატებს. მას დიდი რაოდენობით შეიცავს კვერცხის გული, თხილი, საფუარი, სოია.
ალოეს წვენი შესანიშნავი ტონიკია, როგორც თავის კანისათვის, ასევე თმისათვის.
ავოკადო თმას არბილებს და ელასტიკურს ხდის.
კვერცხის გული აღადგენს დაზიანებულ და გამომშრალ თავის კანს.
მწვანე ჩაის ნაყენი ამშვიდებს თავის კანს და იცავს მას ქერტლის გაჩენისგან.
ლიმონი თმას ხდის ელასტიკურს, არბილებს და ბუნებრივ ბზინვარებას აძლევს მას.
loading...
ADMIN |
1329 |
|
2014-03-16 |
5.0/5 из 1 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი