დღეში ერთი ჭიქა რძე მეხსიერებას აუმჯობესებს
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ რძე აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე. მასში შემავალი ვიტამინები და ამინმჟავები ხანდაზმულობისას მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემებისგან დაგიცავთ.
თუ რეგულარულად მიირთმევთ დღეში ორ ჭიქა რძეს, მნიშვნელოვნად შეამცირებთ მეხსიერების დაქვეითების რისკს. რძე ორგანიზმს B 12 ვიტამინით ამარაგებს. სწორედ ამ ვიტამინის ნაკლებობა იწვევს მეხსიერების დაქვეითებას.
B ჯგუფის ეს ვიტამინი უზრუნველყოფს თავის ტვინის ნერვული უჯრედების ნორმალურ მუშაობას და იცავს მათ დაზიანებისგან.
B12 ვიტამინს შეიცავს აგრეთვე ხორცი და თევზი, მაგრამ ორგანიზმი მას რძიდან უფრო იოლად ითვისებს.
loading...
ADMIN |
1283 |
|
2014-03-18 |
5.0/5 из 2 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი