navigacia
...


როგორ ვიმარხულოთ ისე, რომ ჯანმრთელობას არ ვავნოთ


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ხშირად მარხვას მოდად აქცევენ. გაუაზრებლად, სხვათა მიბაძვით დადიან ეკლესიაშიც, მარხულობენ, მონაწილეობენ დისკუსიებში, რის ჭამა შეიძლება და რის - არა. სინამდვილეში აღდგომის მარხვა არის მზადება უდიდესი დღესასწაულის - აღდგომისთვის. ფიზიკური გაგებით ეს არის გარკვეული დიეტა და შეზღუდვა კვებაში. სულიერი ასპექტით კი - სულის განწმენდა და სულის გამარჯვება ხორცზე, აურის თქმა ცუდ ქმედებებზე, ფიქრებზე, საქციელზე.

მედიკოსებისა და დიეტოლოგების თქმით, ხანგრძლივი მარხვის დროს რაციონალურად უნდა მივუდგეთ მენიუს არჩევას, რათა ორგანიზმს არ ვავნოთ. ბევრ პროდუქტზე უარის თქმას ორგანიზმში მნიშვნელოვანი ნივთიერებების უკმარისობის გამოწვევა შეუძლია. ეს რომ არ მოხდეს, გონივრული კომპრომისი უნდა იპოვოთ და ერთი სახეობის ნივთიერებები, რომლებიც ცხოველური წარმოშობის პროდუქტებშია, ჩაანაცვლოთ მცენარეული საკვებით, რომლებშიც იგივე შემადგენლობაა.

ხორცში შემავალი ცილები შეიძლება შეიცვალოს მცენარეული ცილით, რომელიც მრავლად არის ლობიოში, სოიოში, ბარდაში, თხილში, მანანის ბურღულში, მზესუმზირაში, სოკოში. გარდა ამისა, სისხლს აუცილებლად სჭირდება რკინა, რომელიც ხორცშია, ძირითადად - საქონლის ღვიძლში. თუმცა არის ასევე ბევრ ხილში, ბოსტნეულში, ბურღულეულში.

ორგანიზმის გასამხნევებლად აუცილებელია სხვადასხვაგვარი ფაფეულის მიღება, კარტოფილისა და ბოსტნეულის კერძების. რაფინირებული შაქრის, შოკოლადის, ორცხობილების და ტორტების ნაცვლად კი სიტკბოს ნაკლებობა შეგიძლიათ შეავსოთ ძირითადად ხილით, ჩირეულით, მურაბეულით და თაფლით. შოკოლადს განსაკუთრებით კარგად ცვლის თურმე ფინიკი და ბანანი.

ვინც მშრალ მარხვაზეა, მან იმ დღეებში, როცა შეიძლება მცენარეული ზეთი, ორ სუფრის კოვზამდე მაინც უნდა მიიღოს ეს პროდუქტი, რადგან ორგანიზმის ცხიმზე მოთხოვნილება შეავსოს. სასარგებლოა მზესუმზირის, ზეითუნის, გოგრის და სხვა ზეთები.

რაკი მარხვის დროს არ შეიძლება კვერცხის გამოყენება, ცხობის დროს ცომის სირბილისთვის წარმატებით იყენებენ კარტოფილის ან სიმინდის სახამებელს, ასევე ბანანს.

ასევე ექიმები ურჩევენ, მარხვის დროს ადამიანმა 1,5-2 ლიტრი სითხე მიიღოს დღის განმავლობაში. ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ წყალი, ასევე წვენები, მწვანე ჩაი, მცენარეული ნაყენები, კომპოტები, კისელი.

მედიკოსებისვე რჩევით, მკაცრი მარხვა არ არის რეკომენდებული ორსულებისთვის, მეძუძური დედებისთვის, პატარა ბავშვებისთვის, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონეთათვის. ამიტომაც, დამოუკიდებლად ნუ მიიღებთ მარხვის გადაწყვეტილებას. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და მოძღვართან. მარხვა ხომ ის არ არის, თუ რას ვჭამთ, არამედ ის, თუ რისი მსხვერპლად გაღება შეგვიძლია რწმენისათვის, არა საკუთარი ჯანმრთელობის საზიანოდ.

რაც შეეხება ბავშვებს, პატარებისთვის მარხვა ნაკლებ რეკომენდებულია. თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ბავშვებიც მარხულობენ. ბავშვის მარხვა იმაში მდგომარეობს, რომ ძირითადად ტკბილ და მავნე პროდუქტებზე თქვან უარი. ასევე ძირითადი აქცენტი უნდა გადაიტანოთ არა დიეტაზე, არამედ სურვილებისა და ჩვევების შეზღუდვაზე: ინტერნეტის შეზღუდვა, სხვადასხვა ელექტრონული გასართობის. და რასაკვირველია, მარხვა ბავშვისთვის უნდა იყოს შეგნებული და ნებაყოფლობითი.

loading...
ADMIN 1330 0 2014-04-03
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css