navigacia
...


დიანე® 35


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

დიანე 35- ის მიღების დაწყებამდე პაციენტი ყურადღებით უნდა გაეცნოს მოცემულ ბროშურას . ეს ბროშურა პაციენტს აწვდის ინფორმაციას დიანე 35- ის მიღების სარგებელსა და რისკზე . მასში ასევე მოიპოვება ინფორმაცია დიანე 35- ის სწორად გამოყენების შესახებ და აგრეთვე ის გარემოებები , რომელთა შემთხვევაშიც პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ . თუ პაციენტს გაუჩნდება რაიმე კითხვა ან ესაჭიროება დამატებითი რჩევები , მან უნდა მიმართოს ექიმს .

დიანე 35
დრაჟე შიგნით მიღებისთვის

შემადგენლობა
დიანე 35- ის ყოველი დრაჟე შეიცავს :
Ø აქტიური ნივთიერებები
ციპროტერონის აცეტატი 2.0 მგ
ეთინილესტრადიოლი 0.035 მგ
Ø დამხმარე ნივთიერებები
ლაქტოზის მონოჰიდრატი , სიმინდის სახამებელი , პოლივიდონი 25 000, მაგნი -
უმის სტეარატი , საქაროზა , პოლივიდონი 700 000, მაკროგოლი 6000, კალცი -
უმის კარბონატი , ტალკი , გლიცერინი 85%, ტიტანის დიოქსიდი ,
რკინის ყვითელი ოქსიდი , რკინის წითელი ოქსიდი , მონტაგლიკოლური ცვი -
ლი .

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
დიანე 35- დაბალდოზირებული მონოფაზური პერორალური კონტრაცეპტივი ანტიანდროგენური ეფექტით .
დიანე 350- ის ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტი ემყარება მრავალ ურთიერთმოქმედ ფაქტორს , რომელთა შორის შედარებით მნიშვნელოვანია ოვულაციის ( საკვერხცედან კვერცხუჯრედის გათავისუფლება ) დამუხრუჭება და ყელის ლორწოვანის წებოვნების ცვლილება . ენდომეტრიუმი ხდება კვერცხუჯრედის იმპლანტაციისთვის მოუმზადებელი . დიანე 35- ის სწორად გამოყენების შემთხვევაში ( დრაჟეს გამოტოვების გარეშე ) დაორსულობის შესაძლებლობა ძალიან დაბალია . დაინე 35- ის შემადგენლობაში შემავალი ციპროტერონის აცეტატი აინჰიბირებს ანდროგენების ( მამაკაცის სასქესო ჰორმონების ) გავლენას , რომლებიც ქალის ორგანიზმშიც გამომუშავდება . ამგვარად შესაძლებელი ხდება იმ დაავადებების მკურნალობა , რომლებიც გამოწვეულია ანდროგენების მომატებული წარმოქმნით ან ამ ჰორმონებისადმი მომატებული მგრძნობელობით .
დიანე 35- ის მიღებისას მცირდება ცხიმის ჯირკვლების მომატებული აქტივობა , რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს გამონაყარისა და სებორეის განვითარებაში ( ცხიმიანი კანის ). თერაპიის 3-6 თვის შემდეგ ფერიმჭამელური გამონაყარი როგორც წესი ქრება . თმისა და კანის მომატებული ცხიმიანობა ქრება უფრო ადრე . აგრეთვე მცირდება თმის ცვენა , რომელიც ხშირად თან ახლავს სებორეას . რეპროდუქციული ასაკის ქალებში დიანე 35- ის გამოყენება ამცირებს ჰირსუტიზმის ( თმის მომატებული ზრდა მამაკაცის მსგავსად ) მსუბუქი ფორმების გამოვლინებას ; მაგრამ მკურნალობა წარმატებული შეიძლება გახდეს მხოლოდ მისი დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ .
როგორც ყველა პერორალური კომბინირებული კონტრაცეპტივი , დიანე 35 დადებით არაკონტრაცეფციულ გავლენას ახდენს ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე . მენსტრუაცია ხდება უფრო მსუბუქი და მოკლე , რაც ამცირებს ანემიის რისკს , ტკივილის შეგრძნებები ნაკლებად გამოხატულია ან მთლიანად ქრება .

ჩვენება
კონტრაცეფცია ( არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება ) ანდროგენიზაციის მოვლენების მქონე ქალებში .
ქალებში ანდროგენდამოკიდებული დაავადებების მკურნალობა როგორიცაა ფერიმჭამელური გამონაყარი ( აკნე ), განსაკუთრებით გავრცელებული ფორმებისა და იმ ფორმებისა , რომლებსაც თან ახლავს სებორეა და ანთება ან კვანძების წარმოქმნა ( პაპულო - პუსტულარული ფერიმჭამელები , კვანძოვან - კისტოზური ფერიმჭამელები ), ანდროგენური გამელოტება და ჰირსუტიზმის მსუბუქი ფორმები ( სხეულისა და სახის მომატებული თმიანობა ).

უკუჩვენება
დიანე 35- ის გამოყენება არ შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი მდგომარეობისა და დაავადების დროს . თუ პაციენტს მათგან რომელიმე გამოუვლინდა , მან უნდა მიმართოს ექიმს .

Ø თრომბოზთან დაკავშირებული დაავადებები ( აწმყოში ან წარსულში ). მიოკარდიუმის ინფარქტის ( მაგალითად , სტენოკარდია ან ტკივილები მკერდის ძვლის უკან ) ან ინსულტის ნიშნები ( მაგალითად თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევა ), რომლებიც აღინიშნება აწმყოში ან აღინიშნებოდა წარსულში .
Ø შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებებით .
Ø სიყვითლე ან ღვიძლის დაავადებები მძიმე ფორმები .
Ø ანამნეზში აწმყოში ან წარსულში არსებული პანკრეატიტი გამოხატული ჰიპერტრიგლიცერიდემიით .
Ø აწმყოში ან წარსულში არსებული სარძევე ჯირკვლების ან სასქესო ორგანოების კიბო .
Ø აწმყოში ან წარსულში არსებული ღვიძლის კეთილ ან ავთვისებიანი სიმსივნე .
Ø საშოდან სისხლდენა , რომლის მიზეზიც უცნობია .
Ø ორსულობა ან ეჭვი ორსულობაზე .
Ø ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდი .
Ø ალერგია დიანე -35- ის ნებისმიერ კომპონენტზე .

თუ პაციენტის ასაკი აჭარბებს 35 წელს და დიანე 35- ის მიღებისას ამ მდგომარეობებიდან რომელიმე პირველად ჩნდება , პრეპარატის მიღება მაშინვე უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმის კონსულტაცია . ღრმა ვენების თრომბოზის რისკი დროებით იზრდება ოპერაციისას ან ხანგრძლივი უმოძრაობისას .

სიმსივნეები
კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებასა და სარძევე ჯირკვლის კიბოს შორის კავშირი დადგენილი არ არის , თუმცა იმ ქალებში რომლებიც ამგვარ პრეპარატებს იღებენ იგი უფრო ხშირად ვლინდება , ვიდრე იმავე ასაკის იმ ქალებში , რომლებიც ამ წამლებს არ იღებენ . შესაძლებელია ეს განსხვავება გამოწვეულია იმით , რომ პრეპარატის მიღებისას ქალები უფრო ხშირად იტარებენ გამოკვლევებს და ამიტომ სარძევე ჯირკვლის კიბო ვლინდება ადრეულ სტადიაზე .
სასქესო სტეროიდების მიღევის ფონზე იშვიათად აღინიშნა ღვიძლის სიმსივნის განვითარება . პრეპარატის მიღებასთან კავშირი დამტკიცებული არ არის . თუ პაციენტს მუცელში მოულოდნელად აღენიშნება ძლიერი ტკივილი , მან სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს .
საშვილოსნოს ყელის კიბო უფრო ხშირად ვლინდება იმ ქალებში , რომლებიც კომბინირებულ კონტრაცეპტივებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებენ . ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა მიზეზებთან ( მაგალითად ადამიანის პაპილომა ვირუსი ) და არა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღებასთან .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება დააქვეითოს დიანე 35- ის ეფექტურობა . მათ მიეკუთვნება პრეპარატები , რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ ( მაგალითად პრიმიდონი , ფენიტოინი , ბარბიტურატები ), ტუბერკულოზის სამკურნალოდ ( მაგალითად რიფამპიცინი ); ანტიბიოტიკები ზოგიერთი ინფექციური დაავადების სამკურნალოდ ( მაგალითად ამპიცილინი , ტეტრაციკლინები , გრიზეოფულვინი ). პაციენტმა იმ ექიმს რომელმაც დიანე 35 დაუნიშნა უნდა შეატყობინოს რა წამლებს იღებს . აგრეთვე ნემისმიერ ექიმს , რომელმაც სხვა პრეპარატები დანიშნა , ასევე ფარმაცევტს , რომელიც აფთიაქში წამლებს ურჩევს , პაციენტმა უნდა შეატყობინოს , რომ იღებს დიანე 35- ს .

ძუძუთი კვება
დიანე 35- ის მიღება ძუძუთი კვების პერიოდში არ შეიძლება .

ორსულობა
დიანე 35- ის გამოყენება არ შეიძლება ორსული ქალებისთვის , ასევე მათთვისაც ვინც ეჭვობს ორსულობას .

გავლენა მანქანისა და მექანიზმების მართვაზე
არ აღინიშნა დიანე 35- ის არანაირი გავლენა მანქანისა და მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე .

რეგულარული გამოკვლევები
თუ პაციენტი იღებს დიანე 35- ს , ექიმი მას შეატყობინებს რეგულარული გამოკვლევების შესახებ . ჩვეულებრივ , ქალმა გამოკვლევა უნდა გაიაროს ყოველ წელს . ექიმთან რაც შეიძლება სწრაფი კონსულტაცია საჭიროა შემდეგ შემთხვევებში :
Ø ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერი ცვლილება , განსაკუთრებით ამ ბროშურაში ჩამოთვლილი ნებისმიერი მდგომარეობა ( იხ . ასევე “ უკუჩვენება ” და “ სანამ დაიწყებთ დიანე 35- ის მიღებას ”);
სარძევე ჯირკვალში ლოკალური გაბრტყელებისას ; თუ პაციენტი აპირებს სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას ( იხ . ასევე “ ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ”);
Ø თუ მოსალოდნელია ხანგრძლივი უმოძრაობა ( მაგალითად , ფეხზე დადებულია თაბაშირი ), იგეგმება ჰოსპიტალიზაცია ან ოპერაცია ( ექიმთან კონსულტაცია საჭიროა ოპერაციამდე მინიმუმ 4 კვირამდე ადრე );
Ø საშოდან უჩვეულოდ ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში ;
Ø თუ პაციენტს დაავიწყდა პირველი კვირის შეფუთვიდან დრაჟეს მიღება და სქესობრივი კავსირი ჰქონდა მანამდე 7 ან ნაკლები დღით ადრე ;
Ø თუ პაციენტს ორჯერ ზედიზედ არ ჰქონია მორიგი მენსტრუაცია ან იგი ეჭვობს , რომ ორსულადაა ( ექიმთან კონსულტაციამდე არ შეიძლება შემდეგი შეფუთვის მიღების დაწყება ).

დრაჟეს მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია საჭიროა თუ პაციენტმა შეამჩნია თრომბოზის შესაძლო ნიშნები : პირველად აღმოცენებული უჩვეულო ხველა ; უჩვეულოდ ძლიერი ტკივილი მკერდის ძვლის უკან , რომელიც მარცხენა ხელში გადაიცემა ; მოულოდნელად განვითარებული ქოშინი ; უჩვეულო , ძლიერი ან ხანგრძლივი თავის ტკივილი ან შაკიკის შეტევა ; მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა და თვალებში გაორება ; გაურკვეველი მეტყველება ; სმენის , ყნოსვის ან გემოვნების უეცარი ცვლილებები ; თავბრუსხვევა ან შოკური მდგომარეობა ; სხეულის ნებისმიერ ნაწილში მგრძნობელობის სისუსტე ან დაკარგვა ; ძლიერი ტკივილი მუცელში ; ფეხის ძლიერი ტკივილი ან უეცარი შეშუპება .

გამოყენების მეთოდი და დოზები
დიანე 35- ის მიღება საჭიროა რეგულარულად , სასურველი ჩასახვის საწინააღდმეგო და თერაპიული ეფექტების მისაღწევად . დიანე 35- ის მიღების რეჟიმი ჩვეულებრივი კომბინირებული კონტრაცეპტივების უმრავლესობის მიღების რეჟიმის სტანდარტის მსგავსია . დიანე 35- ის არარეგულარულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუაციებს შორის სისხლდენები და დააქვეითოს თერაპიული ეფექტი და კონტრაცეფციის საიმედოობა .

დრაჟეს მიღების დრო და მეთოდი
დიანე 35- ის შეფუთვა შეიცავს 21 დრაჟეს . შეფუთვაში ყოველი დრაჟე აღნიშნულია კვირის იმ დღით , როდესაც იგი უნდა მიიღონ . დრაჟეს მიღება საჭიროა ერთსა და იმავე დროს ყოველდღე , მცირე რაოდენობით წყალთან ერთად . პაციენტი უნდა მიჰყვეს ისრის მიმართულებას , სანამ არ მიიღებს ყველა დრაჟეს . შემდეგი 7 დღის განმავლობაში პრეპარატის მიღება საჭირო არ არის . მენსტრუაცია ( მოხსნის სისხლდენა ) უნდა დაიწყოს ამ 7 დღის განმავლობაში . ჩვეულებრივ იგი იწყება დიანე 35- ის ბოლო დრაჟეს მიღებიდან მე -2-3 დღეს . 7 დღიანი შესვენების შემდეგ პაციენტმა უნდა დაიწყოს დიანე 35- ის შემდეგი შეფუთვის მიღება იმ შემთხვევაშიც კი , თუ სისხლდენა ჯერ არ შეწყვეტილა . ეს იმას ნიშნავს , რომ პაციენტი ახალი შეფუთვის მიღებას დაიწყებს კვირის ერთსა და იმავე დღეს . ამავე დროს უნდა გამოიყენოს არაჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარეტები . იხ . აგრეთვე “ განსაკუთრებული მითითებები ”. დიანე 35 არ გამოიყენება მამაკაცების სამკურნალოდ .

განსაკუთრებული მითითებები
რა უნდა იცოდეს პაციენტმა დიანე 35- ის მიღების დაწყებამდე
მოცემულ ბროშურაში აღწერილია ზოგიერთი მდგომარეობა და დაავადება , რომელთა დროსაც საჭიროა დიანე 35- ის მიღების შეწყვეტა ან რომელთა დროსაც დიანე 35- ის საიმედოობა შეიძლება დაქვეითდეს . ამ შემთხვევაში აუცილებელია სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება ან ჩასახვის საწინააღმდეგო დამატებითი არაჰორმონალური საშუალებების , მაგალითად პრეზერვატივის ან სხვა ბარიერული მეთოდების გამოყენება . არ შეიძლება კალენდარული ან ტემპერატურული მეთოდების გამოყენება . ისინი შეიძლება არასაიმედო იყოს , რადგანაც დიანე 35 იწვევს საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის ტემპერატურის ჩვეულებრივი მერყეობისა და მახასიათებლების ცვლილებას , რომლებიც ხდება მენსტრუალური ციკლის პერიოდში .
დიანე 35 არ იცავს აივ ინფექციით ( შიდსი ) ინფიცირებისგან და ნებისმიერი დაავადებისგან , რომელიც სქესობრივი გზით გადაიცემა .
დიანე 35- ს პაციენტს უნიშნავს ექიმი , არ შეიძლება მისი მიღების სხვებისთვის რჩევა .
Ø დიანე 35- ის მიღების დაწყებამდე
თუ დიანე 35- ის გამოყენება ხდება ქვემოჩამოთვლილი მდგომარეობების არსებობის შემთხვევაში , პაციენტს შეიძლება ესაჭიროებოდეს ხშირი დაკვირვება . თუ რატომ , ამას აუხსნის ექიმი . დიანე 35- ის მიღების დაწყებამდე პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ქვემოთჩამოთვლილი შემდეგი მდგომარეობების ან დაავადებების არსებობის შესახებ .
Ø თამბაქოს მოწევა ;
Ø შაქრიანი დიაბეტი ;
Ø სხეულის მომატებული მასა ;
Ø მაღალი არტერიული წნევა ;
Ø გულის სარქველების დაზიანებები ან გულის რითმის მნიშვნელოვანი დარღვევები ;
Ø ვენების ანთება ( ზედაპირული ვენების ფლებიტი );
Ø თრომბოზები , მიოკარდიუმის ინფარქტი ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა ( მათ შორის ინსულტი ) პაციენტის რომელიმე უახლოეს ნათესავში ;
Ø შაკიკი ;
Ø ეპილეფსია ;
Ø აწმყოსა ან წარსულში ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების მაღალი დონე პაციენტში ან პაციენტის უახლოეს ნათესავში ;
Ø სარძევე ჯირკვლის კიბო პაციენტის რომელიმე უახლოეს ნათესავში ;
Ø ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადებები ;
Ø კრონის დაავადება ან არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი ( ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება );
Ø სისტემური წითელი მგლურა ( სწმ );
Ø ჰემოლიზური ურემიული სინდრომი ( სისხლის შედედების დარღვევა , რომელიც იწვევს თირკმლის უკმარისობას );
Ø ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია ;
Ø ქლოაზმა ( კანზე მოყვითალო - ყავისფერი უბნები , განსაკუთრებით სახეზე ) აწმყოში ან წარსულში . მათი არსებობის შემთხვევაში პაციენტი უნდა მოერიდოს მზეზე დიდი ხნის განმავლობაში ყოფნას და ულტრაიისფერ გამოსხივებას .

თუ ზემოაღნიშნული რომელიმე მდგომარეობა პირველად ვითარდება , მეორდება ან უარესდება დიანე 35- ის მიღებისას , აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია . თუ ჰირსუტიზმი გაჩნდა ცოტა ხნის წინ ან მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო დროს , პაციენტმა სასწრაფოდ უნდა აცნობოს ექიმს მიზეზის დიაგნოსტიკური გამოკვლევის მიზნით .

გაფრთხილებები
Ø სხვა კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებთან დაკავშირებული გაფრთხილებების გათვალისწინება საჭიროა დიანე -35- ის მიღებისა დროსაც .

თრომბოზი
თრომბოზი - სისხლის შედედებულ წარმონაქმნის ჩამოყალიბებაა , რომელსაც შეუძლია დაახშოს სისხლძარღვი . თრომბოზის რისკი რამდენადმე უფრო მაღალია ქალებში , რომლებიც იღებენ პერორალურ კომბინირებულ კონტრაცეპტივებს , ვიდრე იმ ქალებში , რომლებიც ამ პრეპარატებს არ იყენებენ , მაგრამ რისკი ისეთი მაღალი არ არის , როგორც ორსულობისას .
მიოკარდის ინფარქტის განვითარების ან ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის რისკი ასაკთან ერთად იზრდება . რისკი ასევე იმატებს მეტი რაოდენობით სიგარეტის მოწევისას .
დიანე 35- ის მიღებისას საჭიროა მოწევის შეწყვეტა .
ყოველ თვეში მოხსნის სისხლდენა დაიწყება კვირის ერთსა და იმავე დღეს .

დიანე 35- ის პირველი შეფუთვის მიღება
როდესაც წინა თვეში არ გამოიყენებოდა არანაირი ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება .
დიანე 35- ის მიღების დაწყება საჭიროა ციკლის პირველ დღეს , ანუ მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს . პაციენტმა უნდა მიიღოს კვირის შესაბამისი დღით აღნიშნული დრაჟე . მაგალითად , თუ პრეპარატის მიღება დაწყებულია პარასკევს , პაციენტმა უნდა აიღოს დრაჟე რომელსაც აწერია “ პარასკევი ”. შემდეგ უნდა მიყვეს კვირის დღეებს მითითების შესაბამისად . პრეპარატის მიღება პაციენტმა შეიძლება დაიწყოს მენსტრუაციის 2-5- ე დღეს , მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდის ( მაგალითად პრეზერვატივის ) გამოყენება პირველი შეფუთვის დრაჟეების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში .

სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივებიდან გადასვლისას
პაციენტმა დიანე 35- ის მიღება შეიძლება დაიწყოს იმ დღის შემდეგ , როცა მიიღებს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის შეფუთვის ბოლო დრაჟეს ( ანუ დრაჟეებს შორის შესვენება არ არის ). თუ მიმდინარე შეფუთვა შეიცავს 28 დრაჟეს , დიანე 35- ის მიღების დაწყება შეიძლება უკანასკნელი აქტიური დრაჟეს მიღების შემდეგ დღეს . თუ პაციენტი დარწმუნებული არ არის , რომელია ეს დრაჟე უნდა მიმართოს ექიმს . ასევე მიღების დაწყება შეიძლება დაიწყოს გვიან , მაგრამ არავითარ შემთხვევაში მიღებას შორის ჩვუულებრივი 7 დღიანი პერიოდის შემდგომი დღის შემდეგ (21 დრაჟეს შემცველი პრეპარატებისთვის ) ან უკანასკნელი არააქტიური დრაჟეს მიღების შემდეგ ( შეფუთვაში 28 დრაჟეს შემცველი პრეპარატებისთვის ).

მხოლოდ გესტაგენის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივებიდან გადასვლისას ( მინი - პილი ).
მინი - პილის მიღება შეიძლება შეწყვიტონ ნებისმიერ დღეს და ამავე დროს შემდეგ დღეს დაიწყოს დიანე 35- ის მიღება .
დრაჟეს მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში ასევე აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდის ( მაგალითად პრეზერვატივის ) გამოყენება .

ინექციური კონტრაცეფციიდან ან იმპლანტიდან გადასვლისას .
პაციენტმა დიანე 35- ის მიღება უნდა დაიწყოს იმ დღეს , როდესაც უნდა გაკეთდეს შემდგომი ინექცია ან იმპლანტის ამოღების დღეს . დრაჟეს მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში ასევე აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდის ( მაგალითან პრეზერვატივის ) გამოყენება .

მშობიარობის შემდეგ .
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია . თუ ქალი ახალნამშობიარებია , ექიმს შეუძლია პაციენტს ურჩიოს დიანე 35- ის მიღების დაწყებამდე მოიცადოს პირველი ნორმალური მენსტრუალური ციკლის დამთავრებამდე . ზოგჯერ ექიმის რეკომენდაციის მიხედვით შეიძლება მიღების ადრე დაწყებაც .

მუცლის თვითნებური მოშლის ან აბორტის შემდეგ .
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია . ჩვეულებრივ ორსულობის პირველ ტრიმესტრში აბორტის შემდეგ ექიმს შეუძლია ურჩიოს პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ დაწყება . ამ პირობის შესრულებისას არ არსებობს დამატებითი კონტრაცეფციული დაცვის გამოყენების აუცილებლობა .

დიანე 35- ის მიღების ხანგრძლივობა
კონტრაცეფციის მიზნით დიანე 35- ს იყენებენ ხანგრძლივად . ანდროგენდამოკიდებული მდგომარეობების მკურნალობისას მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების სიმძიმით . სიმპტომების გაქრობის შემდეგ დიანე 35- ის მიღება რეკომენდებულია მინიმუმ 3-4 თვის განმავლობაში . კურსის დამთავრების შემდეგ რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ რეციდივის შემთხვევაში შეიძლება კურსის განმეორება .

რა უნდა გააკეთოს პაციენტმა თუ დაავიწყდა დრაჟეს მიღება
Ø თუ დრაჟეს რიგითი მიღების დაგვიანება 12 საათზე ნაკლებია დიანე 35- ის ჩასახვის საწინააღმდეგო მოქმედება ინახება . დრაჟეს მიღება საჭიროა მაშინ , როგორც კი პაციენტს გაახსენდება . შემდეგი დრაჟეს მიღება საჭიროა ჩვეულებრივ დროს .
Ø თუ პაციენტმა დრაჟეს მიღება დააგვიანა 12 საათზე დიდი ხნის წინ დიანე 35- ის ჩასახვის საწინააღმდეგო საიმედოობა შეიძლება შემცირდეს . ყოველი ახალი გამოტოვებული დრაჟე კიდევ უფრო ამცირებს კონტრაცეფციულ საიმედოობას . ორსულობის განსაკუთრებით დიდი რისკი არსებობს შეფუთვის საწყისი ან ბოლო დრაჟეს მიღების გამოტოვების შემთხვევაში . ამიტომ აუცილებელია ქვემოაღნიშნული წესების დაცვა .

პაციენტმა გამოტოვა ერთზე მეტი დრაჟე
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია .
პაციენტმა გამოტოვა ერთი დრაჟე
- პაციენტმა გამოტოვებული დრაჟე უნდა მიიღოს მაშინ როდესაც გაახსენდება ( მაშინაც კი , თუ ეს ნიშნავს ორი დრაჟეს ერთად მიღებას ) და შემდეგი დრაჟე მიიღოს ჩვეულებრივ დროს .
- შემდეგი 7 დღის განმავლობაში პაციენტმა უნდა გამოიყენოს კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდები ( მაგალითად პრეზერვატივი ).
- თუ პრეპარტის შეფუთვა მთავრდება 7 დღეზე ადრე ( დრაჟეს მიღების მესამე კვირა ) შემდეგი შეფუთვის მიღება უნდა დაიწყოს მაშინ როცა მიმდინარე შეფუთვა დამთავრდება , შეფუთვებს შორის გამოტოვება არ შეიძლება . პაციენტს არ ექნება მოხსნის სისხლდენა ( მენსტრუაცია ) სანამ დრაჟეს იღებს , მაგრამ მეორე შეფუთვის დრაჟეს მიღების დღეებში შეიძლება აღენიშნოს სისხლიანი გამონადენი ან უეცარი სისხლდენები . თუ დრაჟეს მიღების გამოტოვების შემდეგ მოსალოდნელი მენსტრუაცია აგვიანებს პრეპარატის შეწყვეტის პირველი 7 დღის განმავლობაში , პაციენტი შეიძლება ორსულადაა . ახალი შეფუთვის დაწყების მიღებამდე მან უნდა მიმართოს ექიმს .

პაციენტს აღენიშნება ღებინება
თუ ღებინება აღინიშნა დიანე 35- ის მიღებიდან პირველი 4 საათის განმავლობაში , აქტიური ნივთიერებები შეიძლება სრულად არ შეიწოვოს . ეს სიტუაცია პრეპარატის მიღების გამოტოვების მსგავსია . ამიტომაც პაციენტი უნდა მიჰყვეს დრაჟეს გამოტოვების ინსტრუქციას .

... პაციენტს სურს მენსტრუაციის დაწყების დაგვიანება
პაციენტს შეუძლია მენსტრუაციის დაწყების დროის გადაწევა თუ დიანე 35- ის შემდგომი შეფუთვის მიღებას დაიწყებს მიმდინარე შეფუთვის დამთავრებისთანავე . ამ შეფუთვის დრაჟეს მიღების გაგრძელება პაციენტს შეუძლია იმდენხანს , რამდენსაც მოინდომებს , ან სანამ ეს შეფუთვა არ დამთავრდება . თუ პაციენტს სურს , რომ მენსტრუაცია დაეწყოს მან უნდა შეწყვიტოს დრაჟეს მიღება . მეორე შეფუთვიდან დიანე 35- ის მიღების დროს შეიძლება დრაჟეს მიღების დღეებში აღინიშნოს სისხლიანი გამონადენი ან უეცარი სისხლდენები . შემდეგი შეფუთვის მიღების დაწყება საჭიროა ჩვეულებრივი 7 დღიანი შესვენების შემდეგ .

... პაციენტს სურს მენსტრუაციის დაწყების დღის ცვლილება
რეკომენდაციების შესაბამისად დრაჟეს მიღებისას პაციენტს მენსტრუაცია დაეწყება თითქმის ერთსა და იმავე დღეს ყოველ 4 კვირაში . თუ პაციენტს სურს ამის ცვლილება უნდა შეამოკლოს ( მაგრამ არ გაზარდოს ) დრაჟეს მიღებიდან თავისუფალი დროის პერიოდი . მაგალითად , თუ პაციენტის მენსტრუალური ციკლი იწყება პარასკევს და პაციენტს სურს რომ შემდეგ იგი დაიწყოს სამშაბათს (3 დღით ადრე ), შემდეგი შეფუთვის მიღება უნდა დაიწყოს ჩვეულებრივზე 3 დღით ადრე . თუ დრაჟეს მიღებისგან თავისუფალი პერიოდი ძალიან მოკლე იქნება ( მაგალითად 3 დღე ან ნაკლები ), შესვენებისას მენსტრუაცია შეიძლება არ დაიწყოს . ამ შემთხვევაში შეიძლება შემდგომი შეფუთვის დრაჟეს მიღებისას აღინიშნოს უეცარი სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი .

... პაციენტს აღენიშნება მენსტრუაციებს შორის სისხლდენები
როგორც სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას , დიანე 35- ის მიღებისას პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში მენსტრუაციებს შორის პერიოდში შეიძლება აღინიშნოს საშოდან არარეგულარული სისხლდენები ( სისხლიანი გამონადენები ან უეცარი სისხლდენები ). პაციენტმა ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს ჰიგიენური საშუალებები და დრაჟეს მიღება გააგრძელოს ჩვეულებრივად . საშოდან არარეგულარული სისხლდენები ჩვეულებრივ წყდება დიანე 35- ის მიმართ პაციენტის ორგანიზმის ადაპტაციის შემდეგ ( ჩვეულებრივ დრაჟეს მიღების 3 ციკლის შემდეგ ). თუ ეს დარღვევები გრძელდება , უფრო მძიმეა ან შეწყვეტის შემდეგ ახლდება , პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს .

... პაციენტს არ დაეწყო მომდევნო მენსტრუაცია
თუ პაციენტი ყველა დრაჟეს სწორად იღებდა , პაციენტს არ აღენიშნებოდა ღებინება და არ იღებდა სხვა სამკურნალწამლო საშუალებებს , ორსულობის შესაძლებლობა დაბალია . დიანე 35- ის მიღება უნდა გააგრძელოს ჩვეულებრივად .
თუ პაციენტს არ დაეწყო ზედიზედ ორი მენსტრუაცია , მან სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს . პაციენტმა დიანე 35- ის შემდეგი შეფუთვის მიღება არ უნდა დაიწყოს მანამდე , სანამ ექიმი ორსულობას გამორიცხავს .

გვერდითი ეფექტები
პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს თუ შენიშნავს რაიმე არასასურველ ეფექტს , განსაკუთრებით თუ ისინი მძიმე და მყარია ან თუ აღენიშნება ჯანმრთელობის ცვლილებები , რომლებიც მისი აზრით დიანე 35- ის მიღებას უკავშირდება .
შემდეგი გვერდითი ეფექტები აღინიშნა იმ ქალებში , რომლებიც დიანე 35- ს იღებენ , თუმცა ისინი არ შეიძლება ყოველთვის პრაპარატით იყოს გამოწვეული . ეს გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს დიანე 35- ის მიღების პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩვეულებრივ მცირდება დროსთან ერთად .
Ø თავის ტკივილი
Ø სარძევე ჯირკვლების გაუხეშება , ტკივილი და გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან ;
Ø სქესობრივი ლტოლვის ცვლილება ;
Ø გუნება - განწყობის დაქვეითება ;
Ø კონტაქტური ლინზების აუტანლობა ;
Ø გულისრევა , ღებინება ;
Ø ვაგინალური სეკრეციის ცვლილებები ;
Ø კანის სხვადასხვა რეაქციები ;
Ø სითხის შეკავება ;
Ø სხეულის მასის ცვლილება ;
Ø მომატებული მგრძნობელობის რეაქციები .

გვერდითი რეაქციები , რომლებიც დაკავშირებულია კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებასთან , აღწერილია განყოფილებაში “ განსაკუთრებული მითითებები ”.

ჭარბი დოზირება ( თუ პაციენტმა მიიღო დიანე 35- ის ძალიან ბევრი დრაჟე )
დიანე 35- ის ძალიან დიდი რაოდენობით მიღებით გამოწვეული სერიოზული არასასურველი ეფექტების შესახებ არანაირი მონაცემი არ არსებობს . რამდენიმე დრაჟეს ერთდროული მიღებისას შეიძლება აღინიშნოს გულისრევა , ღებინება ან საშოდან სისხლდენა .
თუ პაციენტი შეამჩნევს , რომ ბავშვმა მიიღო დიანე 35- ის დრაჟე , მან უნდა მიმართოს ექიმს .

გამოშვების ფორმა
დიანე 35 გამოდის კალენდარული შეფუთვით , თითოში 21 დრაჟე . დიანე 35 დრაჟე მოთავსებულია ბლისტერულ შეფუთვაში : უჯრედები დამზადებულია პოლივინილქლორიდისგან და დაფარულია ალუმინის ფოლგის საფარი .

ვარგისობის ვადა
ვარგისობის ვადა -5 წელი .
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ !

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30 ° C ტემპერატურაზე .

აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტით .

მწარმოებელი :
ბაიერ შერინგ ფარმა აგ
Bayer Schering Pharma AG
გერმანია , დ -13342 ბერლინი

loading...
ADMIN 2016 0 2014-12-09
4.6/5 из 5

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css