ხალხური მედიცინა გულის სამსახურში
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
სტენოკარდიისა და სისხლის მიმოქცევის უკმარისობის დროს:
ერთმანეთში აურიეთ 1 ლ თაფლი, 10 ც ლიმონის წვენი, 10 თავი დანაყილი ნიორი, ჩაასხით მინის ქილაში, თავზე დაახურეთ და ერთი კვირა გააჩერეთ. მიიღეთ 4 ჩ/კ ერთ ჯერზე ყოველდღე (ნელა ჩაყლაპეთ). ეს ულუფა 2 თვის სამყოფია.
2 ს/კ კუნელის ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი და 10 წუთით ადუღეთ. გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ 3-4-ჯერ დღეში. კუნელი ტონუსს მატებს გულის კუნთს, შველის არითმიას და ტაქიკარდიას, აქვეითებს არტერიულ წნევას.
10 გ კუნელის ხმელ ყვავილს დაასხით 100 გ არაყი და გააჩერეთ 21 დღე ბნელ და გრილ ადგილას. გაწურეთ და მიიღეთ 7 წვეთი თბილ წყალთან ერთად. ჩვენებები იგივეა, რაც წინა რეცეპტის დროს.
სტენოკარდიის დროს შეურიეთ ერთმანეთს თითო წილი კრაზანა, ფარსმანდუკი, ვალერიანის ფესვი. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი, 3 საათი გააჩერეთ, შემდეგ დადგით ცეცხლზე და 5 წუთი ადუღეთ. გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ 3-ჯერ დღეში.
გულის ფრიალის დროს – 1-2 ჩ/კ ლურჯ ღიღილოს დაასხით 1 ჩ/ჭ ადუღებული წყალი, 1 საათი გააჩერეთ. მიიღეთ 1/4 ჩ/ჭ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 10-15 წუთით ადრე.
ინფარქტის შემდეგ:
შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის წყლის სამყურას ყვავილი, ძიძოს ბალახი, კამის თესლი, პიტნის ფოთოლი, ასკილის ნაყოფი, აბზინდის ღერო. 1 ს/კ ნარევს დაასხით 300 მლ ადუღებული წყალი, 6 საათი გააჩერეთ და გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა 4-5-ჯერ დღეში.
შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის მარწყვის, წყალნაწყენისა და ქაფურის ფოთლები, ქრისტესისხლა და ტიგანი, ძახველის ყვავილი. ნარევი დაფქვით და 1 ს/კ კოვზს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, 2 წუთი ადუღეთ, 2 საათი გააჩერეთ თბილ ადგილას, გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა თბილი ნახარში ჭამის შემდეგ.
ერთმანეთს შეურიეთ თანაბარი რაოდენობის კამის თესლი, ცაცხვის, კუნელის, კალენდულას ყვავილი და შვრიის ღერო. 5 გ დაქუცმაცებულ ნარევს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი, 3 საათით გააჩერეთ თერმოსში, გაწურეთ და მიიღეთ 50 მლ თბილი ნაყენი 3-4-ჯერ დღეში. ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ეს ნაყენები მიიღეთ ინფარქტიდან ნახევარი წლის განმავლობაში. ნაკრები ცვალეთ 2 თვეში ერთხელ.
რა თქმა უნდა, ეს სამკურნალო საშუალებები დამატებითია იმ მკურნალობასთან ერთად, რასაც ექიმი დაგინიშნავთ.
გახსოვდეთ! გულის დაავადებების დროს რეკომენდებული ხალხური მედიცინის რეცეპტები სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ. შეიძლება არასწორმა მიღებამ ან დოზის გადაჭარბებამ სავალალო შედეგი გამოიწვიოს…
loading...
ADMIN |
1589 |
|
2014-02-12 |
5.0/5 из 2 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი