საექთნო კოლეჯი საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ექთნებს მოამზადებს, რაც ქვეყანაში საექთნო საქმის განვითარებას შეუწყობს ხელს. კოლეჯის სასწავლო პროგრამა აშშ-ს ექთნების სალიცენზიო გამოცდის (NCLEX)-ის მოთხოვნების შესაბამისადაა აგებული და როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენოვან ჯგუფებს გამოუშვებს.
კოლეჯის სასწავლო პროგრამა 2 წლიანია. სტუდენტთა მიღება განხორციელდება ორ ნაკადად თებერვალსა და სექტემბერში.
კოლეჯის კურსდამთავრებულთათვის „სამედიცინო კორპორაცია ევექსი” უზრუნველყოფს მაღალანაზღაურებად დასაქმებას კორპორაციის ქსელში შემავალ კლინიკებში. ამასთანავე საექთნო კოლეჯის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩააბარონ აშშ-ს საექთნო სალიცენზიო გამოცდა (NCLEX), რომელიც მათ აშშ-ს მწვანებარათსა (Green Card) და ამერიკის სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობის უფლებას მისცემს.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსისტეტის საექთნო კოლეჯი და „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ 24 იანვარს, 12:00 სთ-ზე ღია კარის დღეს თბილისში, წერეთლის # 117- ში გამართავს.
ღია კარის დღეებზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ ელ. ფოსტის college@dtmu.edu.ge ან საკონტაქტო ნომრის საშუალებით +(995) 322 14 26 65. +(995) 322 35 77 70.
loading...