navigacia
...


როგორ მოვიშოროთ სხეულიდან თმა სამუდამოდ ხალხური მეთოდით


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

თუ სხეულზე გაქვთ არასასურველი თმა და გსურთ მისი მოშორება, შეგიძლიათ მიმართოთ თანამედროვე საშუალებებს, როგორიცაა: დეპილაციის კრემები, ფოტოეპილაცია, თმის ლაზერით მოშორება და სხვა. მაგრამ ჩამოთვლილი მეთოდების უმრავლესობა ითხოს დიდ ფინანსურ დანახარჯებს, პროცედურათა რამდენჯერმე გამეორებას და მაინც არ იძლევა თმის სამუდამოდ მოშორების გარანტიას, ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე ხალხურ მეთოდს, რომლებიც შეიძლება გამოგადგეთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. საჭირო მასალები/ხელსაწყოები: 1 ფიჭვის ან ჩვეულებრივი კაკალი 2 ჭინჭრის თესლი 400 გრამი მზესუმზირის ზეთი 100 მლ 3 მწვანე ყურძენი 4 ცხენის წაბლი 5 აბუსალათინის ზეთი 5 გრამი ნიშადურის სპირტი 5 გრამი იოდი 2 გრამი სპირტი 30 გრამი საფეხურები 0 ფიჭვის კაკალი აიღეთ ფიჭვის კაკლის გარსი, ცოტახნით მოადუღეთ ცხელ წყალში და დატოვეთ ნახევარი საათის განმავლობაში. მიღებული ნაზავი წაისვით არასასურველი თმის ზრდის ადგილზე, შემდეგ კი ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით თბილი წყლით. მოცემული პროცედურა გაიმეორეთ რამდენჯერმე და ცოტა ხანში თქვენ შეამჩნევთ არასასურველი თმის საგრძნობლად კლებას. რამდენიმე კვირის შემდეგ ნახავთ, რომ თმები სრულად გაქრება. მოცემული მეთოდი გამოირჩევა სიმარტივით, გავრცელებითა და უსაფრთხოებით. ფიჭვის კაკლის მაგივრად ასევე შეიძლება ჩვეულებრივი (ბერძნული) კაკლის გამოყენება. 1 ჭინჭრის თესლი შეაგროვეთ დაახლოებით 400 გრამი თესლი, მოხარშეთ რამე ჭურჭელში და დაუმატეთ 100 მლ მზესუმზირის ზეთი. მიღებული ნაზავი დატოვეთ ბნელ ადგილას 2 თვის განმავლობაში. 2 თვიანი პერიოდის დასრულების შემდეგ მიღებული სითხე ფრთხილად წაისვით პრობლემურ ადგილებზე. თუ მოცემულ მეთოდს გამოიყენებთ რეგულარულად, მაშინ ზედმეტი თმები 1 თვის შემდეგ სამუდამოდ გაგიქრებათ. 2 მწვანე ყურძენი გამოწურეთ ყურძნისგან წვენი და წაისვით კანზე. ეს მეთოდი საკმაოდ მარტივია, შეესაბამება კანის ყველა ტიპს, მაგრამ გააჩნია არც თუ ისე მაღალი ეფექტურობა. მისი გამოყენება შეიძლება ფსორიაზით დაავადებულ ადგილებზეც. 3 ცხენის წაბლი გაავსეთ ცხენის წაბლის ნაყოფით 1 ჭიქა, მოაცალეთ გარსი, დაუმატეთ 600 მლ ადუღებული წყალი და დადგით ცეცხლზე, თან მოურიეთ. იმის შემდეგ, რაც წყალი აორთქლდება, მიღებული მასა გააციეთ და წაისვით სხეულის იმ ნაწილზე, რომელსაც ესაჭიროება ეპილაცია. 4აბუსალათინის ზეთი აიღეთ 5 გრამი აბუსალათინის ზეთი, დაახლოებით 5 გრამი ნიშადურის სპირტი, 2 გრამი იოდი და 30 გრამი სპირტი. საგულდაგულოდ აურიეთ ერთმანეთში და ფრთხილად წაისვით კანზე. მიღებული ნაზავი გაიჩერეთ სასურველ ადგილზე რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ კი მის მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოყენოთ როგორც თბილი წყალი, ასევე სველი ხელსახოცი. მოცემული საშუალება საკმაოდ ეფექტურია, მას აქვს დაახლოებით 1 წლიანი ეფექტი, მაგრამ მისი თანმიმდევრული გამოყენების შემთხვევაში (დღეში 2ჯერ) შესაძლებელია მუდმივი ეფექტის მიღება.

loading...
ADMIN 2443 0 2014-02-12
4.6/5 из 5

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css