navigacia
...


პროდუქტი, რომელიც ორგანიზმიდან ნიკოტინს გამოდევნის


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ნიკოტინი ქიმიური ნივთიერებაა, რომელზეც უარის თქმა ძალინ რთულია. ის საკმაოდ ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს. მსოფლიოში თამბაქოს უამრავი მომხმარებელია. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ მოწევა მავნებელია, ამ მავნე ჩვევისგან გათავისუფლება მაინც გვიჭირს.

გთავაზობთ 5 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც ორგანიზმის ნიკოტინისგან შეძლებისდაგვარად გაწმენდაში დაგეხმარებათ:

1. ბროკოლი

ბროკოლი დიდი რაოდენობით В5, С და В ვიტამინებს შეიცავს, რომლებიც თქვენს ორგანიზმში მიმდინარე მნიშველოვან პროცესებზე არიან პასუხისმგებელნი. ბროკოლი მეტაბოლიზმს აჩქარებს და თქვენს ფილტვებს ტოქსინებისგან დაიცავს. ბროკოლი, ასევე, შეიცავს გენს NRF2-ს, რომელიც ფილტვების უჯრედებს მავნე ნივთიერებებისგან იცავს.

2. ფორთოხალი

ნიკოტინის მოხმარება ორგანიზმისთვის სტრესია, ის ორგანიზმიდან ვიტამინ С-საც გამოდევნის, ფორთოხალს თუ მიიღებთ, ამ დანაკარგს სწრაფად შეივსებთ. გარდა ამისა, ეს ციტრუსი დაგეხმარებათ სტრესსა და ნევროზულ მდგომარეობას უკეთესად გაუმკლავდეთ.

3. ლიმონი

თუ მწეველი ხართ, მავნე ნივთიერებები თქვენს ორგანიზმში 3 დღის განმავლობაში რჩება, რაც თქვენს ორგანიზმს სერიოზულ ზიანს აყენებს, დაეხმარეთ თქვენს იმუნურ სისტემას ლიმონის საშუალებით. ციტრუსის მჟავა და ვიტამინი С, რომელსაც ის შეიცავს, მოწევის სურვილისაც შეგიმცირებთ და ორგანიზმსაც გაგიწმენდთ.

4. სტაფილო

გამოიყენეთ სტაფილო იმისთვის, რომ А ვიტამინის დანაკარგი შეივსოთ, მუდმივად სიგარეტის მოწევა, ორგანიზმისთვის, ამ მეტად მნიშვნელოვან ვიტამინს გაკარგვინებთ.

5. ბროწეული

მოწევა გულისცემას აჩქარებს, სისხლის წნევას ზემოთ სწევს და სისხლში ჟანგბადის შემცველობასაც ამცირებს, ეს რომ არ მოხდეს, მიიღეთ ბროწეული, ის სისხლის ცირკულაციას გაგიუმჯობესებთ.

loading...
ADMIN 1293 0 2016-02-01
5.0/5 из 1

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 9
სტუმრები 9
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css