navigacia
...


ვარდკაჭაჭა (Cichorium intybus)


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

სამკურნალო თვისებებით განთქმული ეს ბალახი საქართველოში თითქმის ყველგან ხარობს. თუ მისი მოკრეფა განიზრახეთ, გაითვალისწინეთ: ბალახის შესაგროვებლად საუკეთესო პერიოდი ზაფხულია, ფესვებისთვის – სექტემბერ-ოქტომბერი. სამკურნალო ნივთიერებებით ფესვები უფრო მდიდარია, ასე რომ, დროა, ვარდკაჭაჭას საკრეფად გაეშუროთ.
მცენარის ფესვები გაჯერებულია ნახშირწყალ ინულინით (50%-მდე), რომელიც კარგად იხსნება წყალში. ასევე მდიდარია ცილებით, შაქრით, ცვილით. მწარე გემოს ვარდკაჭაჭას ლაქტუცინი და ლაქტუროპიკრინი აძლევს.
ვარდკაჭაჭა ფართოდ გამოიყენება როგორც მადის აღმძვრელი, საჭმლის მონელების, ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი, შარდმდენი, ნაღველმდენი საშუალება. მას ერთი უცნაური თვისება აქვს: იდეალური წამალია დიარეის დროს, ხოლო შეკრულობისას შესაძლოა მსუბუქი საფაღარათო მოქმედებაც გამოავლინოს.
ვარდკაჭაჭა ეფექტურია კანის დაავადებების (ალერგიული, ჩირქოვანი გამონაყარის, ფერიმჭამელების) სამკურნალოდ. მისი ფესვების ნაყენი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, არეგულირებს გულის მუშაობას. ვარდკაჭაჭას თესლის ნაყენს ახასიათებს სიცხის დამწევი, ოფლმდენი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. როგორც თესლის, ისე ფესვების ნაყენი საუკეთესო საშუალებაა კბილის ტკივილის დასაამებლად.
ვარდკაჭაჭასგან სამკურნალო ნაყენი ასე მზადდება:
. 1 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 2 ჭიქა წყალი და წამოადუღეთ, დააყენეთ 1-2 საათით და გაფილტრეთ. დაატკბეთ გემოვნებით და სვით ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ ჭამის წინ.
. 1 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, დაატკბეთ და სვით ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.
. მაგარი ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 20 გ ბალახი, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე და დააყენეთ. ასეთი ნაყენი გამოგადგებათ საფენებისთვის ეგზემის დროს.




loading...
ADMIN 1619 0 2016-01-26
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 11
სტუმრები 11
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css