navigacia
...


კოწახური (Berberis)


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ბევრ ბავშვს ჰგონია, რომ კანფეტები ხეზე იზრდება. აბა, როგორ ავუხსნათ პატარებს, როგორ მზადდება კოწახურის საწუწნი კანფეტი, რომლითაც მოზრდილებიც სიამოვნებით იტკბარუნებენ პირს?! ისე კი, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, კოწახურს ზოგიერთ ქვეყანაში მართლაც “კანფეტების ხეს” უწოდებენ, თუმცა ამ ხემცენარის ნაყოფს გაცილებით ადრე იცნობდნენ, ვიდრე კანფეტების წარმოება დაიწყებოდა. პირველად ინდოელებმა აღიარეს, რომ კოწახური მარტო სილამაზით კი არა, სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩეოდა. მისი ნაყოფის ნაყენს სისხლის გასაწმენდად სვამდნენ. ძველ საბერძნეთსა და რომში კი კოწახურს ლამის ყველა ეზოში რგავდნენ – ბედნიერება და იღბალი მოაქვსო, ტიბეტელებს კი სწამდათ, რომ ამ მცენარისგან ახალგაზრდობის ელექსირის დამზადება შეიძლებოდა.
თუ კოწახურს ბარბარისად მოიხსენიებთ, ეს რუსულის კალკი არ იქნება – ლათინურად ამ მცენარეს Berberis ეწოდება. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ეს სახელი კოწახურს რომელიღაც აფრიკული ტომის პატივსაცემად ეწოდა. არსებობს მეორე მოსაზრებაც: მცენარისთვის ეს სახელი არაბებს შეურქმევიათ ფოთლების თავისებური ფორმის გამო – არაბულად “ბერბერი” ნიჟარას ნიშნავს; სწორედ ასეთი ფორმა აქვს კოწახურის ფოთლებს.
“კანფეტების ხე” მთელ დედამიწაზე ხარობს, გარდა ავსტრალიისა და ანტარქტიდისა, თუმცა უფრო მეტად მთის კლიმატი უყვარს. ყვავის მაისში, ხოლო ნაყოფს შემოდგომაზე, ოქტომბრისთვის იძლევა.
კოწახური მრავალმხრივ სამკურნალო თვისებას თავის შემადგენლობას უნდა უმადლოდეს. მის ნაყოფში უხვად არის ვაშლისა და ლიმონის მჟავები, სხვადასხვა ვიტამინი და მინერალური ნივთიერება, მაგრამ მედიცინა ამ მცენარით მაინც ალკალოიდ ბერბერინის შემცველობის გამო დაინტერესდა. სწორედ ამ ნივთიერებას უნდა ვუმადლოდეთ კოწახურის ნაყენის მძლავრ ნაღველმდენ ეფექტს.
კოწახურს მრავალი საუკუნეა იყენებენ როგორც ნაღველმდენ, მადის აღმძვრელ, სიცხის დამწევ, ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. თანამედროვე ფიტოთერაპევტები მისი ნაყენის სმას გვირჩევენ შარდკენჭოვანი და ნაღველკენჭოვანი დაავადებების, ღვიძლის გადიდების, შარდმჟავა დიათეზის, რევმატიზმის, პოდაგრის, საშვილოსნოს მიომის, პიგმენტაციის დარღვევის, ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ.
. ძალზე მარგებელია კოწახურის მატონიზირებელი ჩაი: ერთ ჭიქა მდუღარეზე ვიღებთ ერთ ჩაის კოვზ ფოთოლს ან ნაყოფს, ვაყენებთ ნახევარი საათით და ვსვამთ დღეში სამჯერ. სასურველი ეფექტის მისაღებად კოწახურის ჩაი ორი კვირა მაინც უნდა ვსვათ.
. ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს: აიღეთ კოწახურის ხის დაქუცმაცებული ქერქი – ნახევარი ჩაის კოვზი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, დააყენეთ ერთი საათით და გაფილტრეთ. მიიღეთ 1-2 ს. კ. დღეში 2-3-ჯერ მაინც.
ნაყოფის ნაყენი კი ასე მზადდება: 2 ს. კ. კოწახურს ვასხამთ ერთ ჭიქა მდუღარეს და ერთი საათი ვაყენებთ. უნდა მიიღოთ 1-2 ს. კ. დღეში რამდენიმეჯერ.
ორივე ნაყენს იდეალური ნაღველმდენი ეფექტი აქვს.
. საფენებისთვის და პირის ღრუში გამოსავლებად: აიღეთ 1 ს. კ. გამომშრალი და დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, თავდახურული მომინანქრებული ჭურჭლით 5-10 წუთს ადუღეთ წყლის ორთქლზე, გაფილტრეთ 2-3-კეც დოლბანდში და კვლავ წამოადუღეთ.
. რევმატიზმის დროს: აიღეთ ერთი ჩაის კოვზი გამომშრალი და დაქუცმაცებული კოწახურის ფესვი, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, შეფუთეთ და ასე 4 საათს გააჩერეთ, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქ დღეში 3-ჯერ.

loading...
ADMIN 1403 0 2016-01-26
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 11
სტუმრები 11
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css