navigacia
...


ლიმონი (Citrus limon)


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

მას ორი სამშობლო აქვს – რომი და საბერძნეთი, სადაც იგი საქორწინო ლხინის სიმბოლოდ აღიარეს. მიუხედავად ასეთი პატივისა, მსოფლიომ ის მაინც ჩინური სახელით გაიცნო. ჩინელები მას “ლი-მუნგს” უწოდებენ, რაც ნიშნავს: “სასარგებლოა დედისთვის”.
დედებისთვის (ისევე, როგორც ყველა დანარჩენისთვის) სასარგებლო მცენარე ლიმონია, რომელიც მართლაც რომ სავსეა ვიტამინებით, მიკროელემენტებით და სხვადასხვა ქიმიური ნაერთით, რომლებიც სასიკეთო ზემოქმედებას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე.
არც ერთ ხილში არ არის იმდენი ციტრინი, რამდენიც ლიმონში. ეს ნივთიერება ასკორბინის მჟავასთან ერთად ხელს უწყობს წვრილი სისხლძარღვების კედლების გამაგრებას, ელასტიკურობას სძენს მათ და, რაც მთავარია, ჟანგვა-აღდგენით პროცესებში მონაწილეობს. ასეთივე მოქმედება, თუმცა ნაკლები ხარისხით, ახასიათებს ფორთოხალს, მანდარინსა და გრეიპფრუტს.
ლიმონის წვენი მდიდარია კალიუმით, ლიმონის მჟავათი, შაქრებით (გლუკოზით, ფრუქტოზით, საქაროზით), C, A, B და D ვიტამინებით, ეთერზეთებით.
სასარგებლო ნივთიერებებით არანაკლებ გაჯერებულია ლიმონის ქერქი (ცედრა). მასში C ვიტამინი სამჯერ მეტია, ვიდრე რბილობში. ქერქში უხვად არის ციტრინიც. გარდა ამისა, ცედრა მდიდარია P ვიტამინით, გლიკოზიდებით.
ლიმონს თავისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით აქვს შარდმდენი, ნაღველმდენი, ანტიტოქსიკური, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ბაქტერიციდული, ფუნგიციდური (სოკოს საწინააღმდეგო) და სისხლდენის შემაჩერებელი ეფექტი.
ლიმონი სასარგებლოა ღვიძლის, ნაღველკენჭოვანი და შარდკენჭოვანი დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, სასუნთქი გზის ვირუსული პათოლოგიების, არტერიული ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზის, საერთო სისუსტის, ავიტამინოზის, თავის ტკივილის, ალკოჰოლური და სხვა სახის ინტოქსიკაციის, კანისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს. ეს ციტრუსი ასევე ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.
ავიტამინოზის დროს, სასურველია, დალიოთ ლიმონის ახალგამოწურული, გაუზავებელი წვენი. შეგიძლიათ, გემოვნებისამებრ დაამატოთ მხოლოდ თაფლი.
ეფექტიანია ლიმონის ნაყენიც, რომელიც ასე მზადდება: ნახევარ ჭიქა დაქუცმაცებულ წიწვებს დაასხით 600 გ ცივი წყალი, ჩააწურეთ ერთი ლიმონი და ორი დღით სიბნელეში დადგით, ჭურჭელი დროდადრო შეანჯღრიეთ ან ნაყენს მოურიეთ. ეს ვიტამინებით სავსე სასმელი, სასურველია, დღეში 200 გ მიიღოთ.
ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელებაში დაგეხმარებათ ერთი ჭიქა ლიმონის წვენი 1 ჩ.კ. თაფლითა და 2-3 ცალი ნიგვზით.
ასევე: 2-4 ლიმონი 400 გ ნიორთან ერთად დაკეპეთ და 15-20 დღით დააყენეთ სიბნელეში. მიიღეთ თითო ჩ.კ. ერთ ჭიქა ანადუღარ წყალთან ერთად (გახსენით წყალში ან დააყოლეთ) ძილის წინ. მკურნალობის კურსი 3 კვირაა.
გაციების დროს: ლიმონი წვრილად დაკეპეთ, უხვად დააყარეთ შაქარი და წუწნეთ. ეს საშუალება მეტად ეფექტიანია ყელის ტკივილისა და მაღალი სიცხის დროს.
ანგინის დროს შეგიძლიათ, ნახევარი ლიმონის წვენი განაზავოთ იმავე მოცულობის წყლით და ყელში გამოივლოთ.
მაღალი ტემპერატურის დროს და გრიპის პროფილაქტიკის მიზნით ლიმონი დამდუღრეთ, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 100 გ კარაქი, 1-2 ს.კ. თაფლი და ისე მიირთვით.
მადის მოსამატებლად დალიეთ სუფთა ან ცოტაოდენ წყალში განზავებული ლიმონის წვენი. ასეთივე ეფექტი აქვს ლიმონის ქერქის ნაყენს, რომელიც ასე მზადდება: 100 გ გამომშრალ და დაქუცმაცებულ ცედრას დაასხით 1 ლიტრი არაყი, 3 კვირით დადგით სიბნელეში, პერიოდულად შეანჯღრიეთ, შემდეგ კი გაფილტრეთ. მიიღეთ 30 წვეთი დღეში სამჯერ, ჭამამდე.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს კარგი იქნება, თუ დღეში სამჯერ კანიანად მიირთმევთ ნახევარ ლიმონს. ასევე: 10 ლიმონის გამონაწურს დაამატეთ 1 ლ თაფლი და დაასხით 10 თავი ნივრის წვენი. კარგად აურიეთ და ერთი კვირით დააყენეთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში. მიღებული მასა ორ თანაბარ ნაწილად გაყავით, გაანაწილეთ ორ თვეზე და მიიღეთ ყოველდღიურად მცირე ულუფებით.
კბილის ტკივილს აცხრობს ლიმონის წვენის სავლები. ღრძილების გასამაგრებლად რეკომენდებულია მათი გახეხვა ლიმონის ქერქით. პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის გაქრობაში კი ასეთი ნარევი დაგეხმარებათ: აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის ლიმონის წვენი და თაფლი, მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დღეში ერთხელ. სტომატიტის დროს მეტად ეფექტიანია ასეთი საშუალება: თითო სადილის კოვზ ლიმონის წვენსა და თაფლს დაასხით 200 გ წყალი და პირის ღრუში გამოივლეთ.

loading...
ADMIN 1320 0 2016-01-26
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 5
სტუმრები 5
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css