navigacia
...


ორკბილა (Bidens tripartita)


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ორკბილას უმთავრესად მცირე ასაკის ბავშვებისთვის კანის დასაამებლად ვიყენებთ. ამ მცენარის აბაზანები მართლაც ეფექტურია თოთო კანის ისეთი პრობლემების დროს, როგორიც არის გამონაყარი, გამოყელვა და ა.შ. ამგვარ ეფექტს მცენარე მასში შემავალ ზეთოვან ექსტრაქტს უნდა უმადლოდეს, რომელიც ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა და ამავე დროს ჭრილობის შეხორცებასაც უწყობს ხელს.
ორკბილას ნაყენი და ნახარში დასალევადაც შეიძლება გამოვიყენოთ. C ვიტამინის, მანგანუმისა და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტების წყალობით ეს მცენარე მადის მომგვრელ, სუსტ ოფლმდენ, შარდმდენ, ნაღველმდენ, დამამშვიდებელ ეფექტს ავლენს.
დაფასოებული ორკბილას შეძენა აფთიაქებშიც შესაძლებელია, მაგრამ თუკი თავადვე გადაწყვეტთ მის შეგროვებას, გაითვალისწინეთ, რომ მართალია, ეს მცენარე ყვავილობას ივნისიდან იწყებს, მაგრამ მოსაკრეფად ვარგისი მხოლოდ სექტემბრის ბოლოსთვის ხდება.
ორკბილას ნაყენები და ნახარშები ასე შეგიძლიათ მოამზადოთ:
. 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით ერთი ჭიქა წყალი, ადუღეთ 15-20 წუთს, შეფუთეთ და დააყენეთ 2-3 საათს, შემდეგ გაფილტრეთ. მიაღებინეთ ამ ნაყენის აბაზანა იმ ბავშვებს, ვისაც კანის პრობლემები (დიათეზი, გამონაყარი, გამოყელვა) აწუხებს, ალერგიულ მოზრდილებს კი შეუძლიათ, ნაყენი დალიონ.
. აბაზანისთვის ორკბილას ნაყენი ასეც მზადდება: 2 ს.კ-ს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და 12 საათს დააყენეთ, შემდეგ გაფილტრეთ. ეფექტურია ბავშვის პრობლემური კანის მოსაშუშებლად. მოზრდილებსაც შეუძლიათ, მიიღონ ამ ნაყენის აბაზანა და გაიკეთონ საფენები ფურუნკულოზის, ფერიმჭამელების, მუწუკების, ეგზემის დროს.
. 3 ს.კ. დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 1 ჭიქა წყალი, 15 წუთს ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გადმოდგით და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ, შემდეგ გაფილტრეთ. ამ ნახარშით კარგია თავის დაბანა კანის სხვადასხვა დაავადების, ძირითადად სებორეის დროს.
. აიღეთ 4 წილი ორკბილას ბალახი, 4 წილი მარწყვის ფოთოლი, 1 წილი კაკლის ფოთოლი და 2 წილი ჭინჭრის ფოთოლი. 2 ს.კ. დაქუცმაცებულ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე და დააყენეთ. ამ ნაყენით შეგიძლიათ გაიკეთოთ საფენები ეგზემის დროს.
. აიღეთ 10 გ ორკბილას ბალახი, 10 გ მარწყვის ფოთოლი და 100 გ გვირილის ყვავილი. 1 ს.კ. ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე. ამ ნაყენისგან საფენების გაკეთებაც შეიძლება და პერიოდულად ჩაისავით სმაც.
. კარგია ასეთი ნაყენის აბაზანაც: 1 ჭიქა მუხის ქერქს დაასხით ერთი ლიტრი წყალი, როცა ადუღდება, დაამატეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა ორკბილა და ასფურცელა. დააყენეთ 15 წუთს. აბაზანის მიღების შემდეგ კანი ცოტა ხანს არ შეიმშრალოთ _ ნახარში ზედვე შეიშრეთ.
დაიხსომეთ: აბაზანის მისაღებად ორკბილას ერთი ჭიქა ნაყენი 10 ლ წყალში უნდა გააზავოთ.

loading...
ADMIN 1495 0 2016-01-26
5.0/5 из 1

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 13
სტუმრები 13
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css