"ტახტის დამცველი ქრისტეს ლაშქარი" – ჩოხოსნებმა გელათში ფიცი დადეს
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
საპატრიარქოსთან არსებული წმინდა დავით აღმაშენებლის იმერეთ–ქუთაისის ჩოხოსნებმა დღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ახალი წევრები მიიღეს და დავით აღმაშენებლის საფლავთან ფიცი დადეს. როგორც ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ საპატრიარქოსთან არსებული წმინდა დავით აღმაშენებლის იმერეთ–ქუთაისის ჩოხოსნების ხელმძღვანელმა ლევან როხვაძემ აღნიშნა ყველამ უნდა ჩაიცვას ჩოხა და ყველამ უნდა იცხოვროს ქართული ადათის და ტრადიციის პატივისცემით. „ჩვენ ვართ ტახტის დამცველი ქრისტეს ლაშქარი და ილია მეორე არის ჩვენი წინამძღოლი. თანამედროვე ჭიდილები ბევრი მოდის, მაგრამ უფალი ჩვენთანაა“, – განაცხადა როხვაძემ. იმერეთ–ქუთაისის 500 ჩოხოსანთა შორის 180–მდე ბავშვია. როგორც ტავად ჩოხოსნები აცხადებენ ჩოხოსან ბავშვებს გარკვეული პირობების შესრულებას ავალებს. კერძოდ ჩოხოსანი ბავშვის ოჯახი ეკლესიურად უნდა ცხოვრობდეს. „იყოს მორწმუნე, ბავშვი – აღმსარებელ–მაზიარებელი, უნდა ყავდეს სულიერი მამა. ესწრებოდეს მსახურებებს. გოგონებმა უნდა ატარონ კაბა და მანდილი – დღესასწაულებზე. რწმენით და ეკლესიურად უნდა ცხოვრობდე“- აცხადებენ ჩოხოსნები
loading...
ADMIN |
1170 |
|
2014-02-12 |
0.0/5 из 0 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი