ათენში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
წმ. ექვთიმე მთაწმინდელის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის პრეზენტაცია მოეწყო ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრში "კავკასია" .
ბიბლიოთეკა შეიქმნა „ათენის ქართული ინსტიტუტის“ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრის "კავკასიას" მხატვრული ლიტერატურის ბიბლიოთეკების ბაზაზე.
პრეზენტაციის ფარგლებში ჩატარდა ლიტერატურული საღამო, რომელზეც დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა, გაცნობოდა ახალ ქართულ გამოცემებს, ასევე საქართველოში განხორციელებულ ლიტერატურულ პროექტებს, ტენდენციებსა და სამომავლო პერსპექტივებს.
მიწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორმა, ელინისტ-ჰომეროლოგმა და პოეტმა ქეთი ნიჟარაძემ მიმართა.
საღამოზე წარდგენილი იქნა ბიბლიოთეკისთვის განკუთვნილი 100-ზე მეტი წიგნი. ათენის ქართულ ბიბლიოთეკას საჩუქრად სხვადასხვა სახის ლიტერატურა გამომცემლობებმა - "უსტარმა", "საუნჯემ", "პალიტრა L-მა", "ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა" და ასევე, სხვადასხვა ავტორებმა გადასცეს.
ლიტერატურულ საღამოზე სკაიპის საშუალებით პრეზენტაციაზე ჩართვნენ მწერლები დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე და კონსტანტინე გამსახურდია, რომლებმაც ათენის ქართული საჯარო ბიბლიოთეკის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საღამოს ოჯახთან ერთად ესწრებოდა საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე, რომელმაც დახმარება აღუთქვა ბიბლიოთეკას მომავალ საქმიანობაში.
ათენის წმ. ექვთიმე მთაწმინდელის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა ვიქტორიას მოედანზე მდებარე განათლებისა და კულტურის ცენტრ "კავკასიაში" მდებარეობს.
loading...
ADMIN |
1108 |
|
2014-02-12 |
0.0/5 из 0 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი