ღარიბაშვილმა მიზანდარი მოხსნა
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
მარინე მიზანდარის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებაში, რომელიც 10 თებერვლით არის დათარიღებული.
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 78–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებისა და 79–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით გათავისუფლდეს მარინე მიზანდარი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 99–ე მუხლის მე–3 პუნქტის საფუძველზე", - ნათქვამია ბრძანებაში.
კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ მარინე მიზანდარის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით პრემიერს 5 თებერვალს მიმართა. ოდიშარიამ მიზანდარი დაუმორჩილებლობაში დაადანაშაულა.
loading...
ADMIN |
1075 |
|
2014-02-12 |
0.0/5 из 0 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი