ნანუკა ჟორჟოლიანი: ''გუშინ საბა კაცურად დამიდგა გვერდით''
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
როგორც დილას გახდა ცნობილი, ნანუკა ჟორჟოლიანის მეუღლე ირაკლი კოდუას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ბრალდებული თუ გარკვეული დროის მანძილზე არ გამოცხადდება, მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.
მთელი დღის განმავლობაში ინტერნეტმედია აქტიურად ადევნებდა თვალს ნანუკა ჟორჟოლიანის ''ფეისბუქის'' გვერდს. ნანუკა წერს, რომ მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ერეკლეს წინააღმდეგ საქმე აღიძრა დამშვიდდა... ''მივხვდი რომ კრიმინალსაც ებრძოდა, ომშიც წინა ხაზზე იყო და ღირებულებებშიც იმ მხარეს დგას, სადაც უნდა იდგეს'' - წერს ჟორჟოლიანი.
მოგვიანებით ნანუკამ კი კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა:
''ამ საგიჟეთში დამავიწყდა ამბის მოყოლა. სახლში მოსული პროკურორებს (რომლებიც სხვათაშორის ძალიან თავაზიანები იყვნენ) საბა შემოესწრო ეზოდან.
მაშინვე იცნო უბნის ინსპექტორი რომელსაც კაცურად მიესალმა:) იმათმაც ხელი ჩამოართვეს და დაძაბულობა რომ მოეხსნათ საბასთან დიალოგში შევიდნენ:)
ნუ დადგა ტრადიციული კითხვის დრო რომ გაიზრდები რა უნდა გამოხვიდეო:) საბამ პროკურორს გახედა და დამაჯერებლად უპასუხა, პოლიციელი ოღონდ ამერიკაშიო:)
ბუნებრივია ამ პასუხს ღიმილი მოჰყვა. ამ დიალოგმა დაძაბულობა ცოტა შეამსუბუქა:) მოკლედ გუშინ საბა კაცურად დამიდგა გვერდით:)'' - წერს ჟურნალისტი
loading...
ADMIN |
1029 |
|
2014-03-18 |
0.0/5 из 0 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი