navigacia
...


რჩევები სიცოცხლის გასახანგრძლივებლად


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ნებისმიერ ასაკს თავისი ეშხი და ლაზათი აქვს, ოღონდ, რა თქმა უნდა, თავს მოხუცებულად არ უნდა გრძნობდეთ.

რაშია ინტელექტუალის ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო

1. ის დედის საყვარელი ბავშვი იყო

აღმოჩნდა, რომ ის ბავშვები, რომლებიც განებივრებულები არიან დედის ყურადღებით, სითბოთი და ალერსით, ნაკლებად არიან მიდრეკილნი სტრესისადმი. სტრესულ სიტუაციებში ნერვული სისტემა აღიგზნება, სისხლში მატულობს ადრენალინისა და კორტიზოლის დონე, შედეგად ტვინის უჯრედები იღუპება. ''დედიკოს შვილები'' ყველაფერს მშვიდად ხვდებიან და სიძნელეებს უკეთ უძლებენ.

2. მას ყოველთვის უმრათლებდა პედაგოგებთან

მათ, ვისთვისაც სწავლა და მეცადინეობა ბავშვობიდანვე საინტერესო იყო, უკეთ აქვთ განვითარებული ნერვულ უჯრედებს შორის კავშირი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ტვინის მუშაობა. რა თქმა უნდა, სამაგალითო მოსწავლეებსაც სიბერის დროს ეს კავშირი ნაწილობრივ უსუსტდებათ, მაგრამ ის, რაც რჩება, სრულიად საკმარისია ინტელექტუალური მუშაობისათვის.

3. ის განსაკუთრებულად ჯანმრთელი იყო და თავს ყოველთვის უფრთხილდებოდა

მკვებავ ნივთიერებებს ტვინი სისხლიდან იღებს. ტვინის კვება, ე.ი. მისი ფუნქციები, დამოკიდებულია სისხლის მიმოქცევის სისტემაზე, რომელიც თავის მხრივ, გულისა და სისხლძარღვების მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მათ მოსაფრთხილებლად კი ძალიან ბანალური რჩევები არსებობს _ იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ნუ მოსწევთ, ნუ მიირთმევთ ზედმეტად მარილიან საკვებს, ცხიმიანს. ტკბილეულსაც მოერიდეთ, შეეცადეთ, რომ აუცილებელი ძილის ნორმა (8-9 საათი) ყოველთვის დაიცვათ და ბოლოს, რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ.

4. ყოველთვის რაღაცას სწავლობდა

თუ ტვინი ინტენსიურად მუშაობს, ახალი ინფორმაციის მიღება დადებითად მოქმედებს მის სტრუქტურაზე, რომელიც არეგულირებს სტრესის ჰორმონების გამომუშავებას. მარტივად რომ ვთქვათ, ინფორმაცია არამარტო ავითარებს ტვინს, არამედ იცავს მის უჯრედებს დაღუპვისაგან.

5. მას შეუძლია სიცოცხლით ტკბობა

როდესაც დადებითი ემოციის გავლენის ქვეშ ვიმყოფებით, ტვინში გამომუშავდება ენდორფინები; მათ კმაყოფილების ჰორმონებს უწოდებენ. ამდენად, დადებითი ემოციებით ყოველდღიურად ''დამუხტვა'' სასურველი და აუცილებელია.

loading...
ADMIN 978 0 2014-03-20
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 3
სტუმრები 3
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css