navigacia
...


სისხლის ჯგუფი და ადამიანის ხასიათი


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ თურმე სისხლის ჯგუფი ადამიანის ქმედებებზე ახდენს გავლენას, ასევე მის ხასიათზე, სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე.

პირველი ჯგუფი

სისხლის პირველი ჯგუფი ყველაზე გავრცელებულია. თავდაპირველად ჩვენს პლანეტას მხოლოდ ამ ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები ბინადრობდნენ, რომლებიც შესანიშნავი მომპოვებლები იყვნენ. ამ ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს ლიდერის თვისებები აქვთ, გამოირჩევიან კარგი იმუნიტეტით. ახასიათებთ მიზანდასახულობა, ოპტიმიზმი, ძლიერი ნებისყოფა. გარდა ამისა, ამ ადამიანებს ჰქონიათ რისკისა და აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილება. აშშ-ის პრეზიდენტთა უმრავლესობას თურმე პირველი ჯგუფის სისხლი ჰქონდა. მიიჩნევა, რომ ეს ადამიანი კარგი მმართველები არიან და კარგი საქმიანი ალღო აქვთ.

მეორე ჯგუფი

მეორე ჯგუფის სისხლი ადამიანებს იმ პერიოდში გაუჩნდათ, როცა ტომებად დაიწყეს გაერთიანება და კოლექტიური ცხოვრების წესს შეუდგნენ. იმ პერიოდში გაჩნდა ეთიკისა და მორალის პირველი წესებიც. მეორე ჯგუფის სისხლი ახასიათებს ადამიანებს, რომლებიც მომთმენნი არიან, შეუძლიათ დათმობაზე წასვლა, შესანიშნავად ამყარებენ კონტაქტს სხვა ადამიანებთან. არიან ასევე გულღიები, ბეჯითები. სამუშაოში ავლენენ პასუხისმგებლობის გრძნობას და კარგი შემსრულებლებიც არიან, ცდილობენ, მაქსიმალურად ზუსტად შეასრულონ თავიანთი მოვალეობები. ნეგატიურ თვისებებს მიეკუთვნება სიჯიუტე, დაძაბულობა, ბუტიობა.

მესამე ჯგუფი

ეს ჯგუფი მოგზაურებისა და პილიგრიმების წყალობით გაჩნდა, რომლებსაც გამუდმებით უწევდათ ახალ ცხოვრებისეულ პირობებთან შეგუება. ამ ჯგუფის მქონე ადამიანებს რთულ პირობებშიც შეუძლიათ ადაპტირება. მესამე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს საუკეთესო თვისებები აქვთ აღებული პირველი ორი ჯგუფისგან. მიზანდასახულნი არიან, ნათელი პიროვნებები, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევიან. კარგი ადაპტირების უნარის მქონენი თავს შესანიშნავად გრძნობენ ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ თანამდებობაზე. ხშირად შემოქმედებითი უნარი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად მშვიდები ჩანან, ძალიან მგრძნობიარენი არიან.

მეოთხე ჯგუფი

ამ სისხლის ჯგუფის მქონენი შედარებით ცოტანი არიან. ეს ჯგუფი მეორე და მესამე ჯგუფის შერევიდან წარმოიშვა. ამ იშვიათი ჯგუფის სისხლის მქონენი სექსუალურად მიმზიდველნი არიან, თუმცა ხშირად მთავრდება მათი ბედი ტრაგიკულად.ამის ნათელი მაგალითია მერილინ მონრო.
მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონენი მალე ივიწყებენ წყენას, თუმცა იშვიათად ფიქრობენ შედეგებზე და ამის გამო ცუდი სტრატეგები არიან.

loading...
ADMIN 1142 0 2014-03-20
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css