2013 წელს ავსტრალიურმა ონლაინგამოცემა Business Insider-მა მსოფლიოში იმ 10 მილიარდერის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთაც ხელოვნების ნიმუშებში ყველაზე დიდი ფული აქვთ გადახდილი. რეიტნგში მე-4 ადგილზე ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მოხვდა, რომელიც გამოცემის ინფორმაციით, 1 მილიარდი ღირებულების ხელოვნების ნიმუშების მფლობელია. როგორც Business Insider-ი აღნიშნავს, საერთო ჯამში, ხელოვნების ნიმუშებში გადახდილი თანხა ბიზნესმენის ქონების 15,6%-ს შეადგენს.
ექსპრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, უკვე დიდი ხანია, რაც ნახატების შეგროვებითაა დაკავებული. იგი ჯერ კიდევ რუსეთში მოღვაწეობისას დაინტერესდა მსოფლიოს ცნობილი მხატვრების შედევრებით. მის კოლექციაში ნახავთ
ავსტრიელი ფერმწერის ეგონ შილეს, ანიშ კაპურის, როი ლიხტენშტეინის, დემიენ ჰერსტის და ჯეფ კუნსის ნახატებს. ივანიშვილის საყვარელ მხატვრად მიიჩნევა თანამედროვე სახვითი ხელოვნების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელი მხატვარი, ნატურალისტი ლუსიენ ფროიდი.
ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებით დიდი თანხა აქვს დახარჯული ავსტრიელი მხატვრის ეგონ შილეს ნამუშევრებზე.
იხილეთ ფოტო გალერეა
loading...