navigacia
...


მეცნიერული კვლევის შედეგები - რატომ უნდა გამორთოთ სმარტფონი ღამით


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ყველამ ვიცით, ძილის წინ ეკრანთან დიდი დროის გატარება არ შეიძლება. არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის ეკრანზეა საუბარი: ტელევიზორზე, კომპიუტერზე, აიპადსა თუ სმარტფონზე. ტელეფონი, რომელზეც აღმერთებთ და ბალიშის ქვეშ იდებთ, არანაკლებ საზიანოა ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, ღამით სმარტფონით თამაში, ჩატაობა და სხვა აქტივობები დილით თქვენს მოდუნებას, ნაკლებად ფოკუსირებულობასა და დაღლილობას იწვევს. ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნდა კვლევა სახელწოდებით ,,ორგანიზაციული ქცევისა და ადამიანის გადაწყვეტილების მიღების პროცესი.“ კვლევა ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე მკვლევარები 2 კვირის მანძილზე 82 ზედა რგოლის მენეჯერებზე მუშაობდნენ. მათ მენეჯერების სმარტფონის გამოყენების საშუალო მაჩვენებლი, ძილის დრო, ხარისხი, სამუშაოში ჩართულობა და მგრძნობელობა აინტერესებდათ. კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ გამოკითხულები, რომლებიც ღამის საათებში სმარტფონს იყენებდნენ, ძილის უკმარისობასა და დაღლილობას უჩიოდნენ. დილის ცუდი განწყობა კი პირდაპირპროპორციულად აისახებოდა მათ სამუშაო დღეზე. კვლევის მეორე ეტაპის ჩასატარებლად სოციოლოგებმა 161 შედარებით დაბალ რანგზე მომუშავე პირები (სტომატოლოგებიდან ბუღალტრებამდე) გამოიკვლიეს. კვლევის სტილი ამ შემთხვევაშიც ისეთივე იყო, როგორც – მაღალი რანგის მენეჯერებთან. ერთადერთ განსხვავებას კი ის წარმოადგენდა, რომ მკვლევარებს მათი არა მხოლოდ სმარტფონის გამოყენების სიხშირე აინტერესებდათ, არამედ – კომპიუტერის, აიპადის, ტაბლეტებისა და ტელევიზორისაც. კვლევის მეორე ნაწილის შედეგიც აბსოლუტურად იდენტური იყო. 161-ივე დასაქმებული ,,მოკლე დილას,“ ცუდ ძილს, დაბნეულობასა და დასვენებსი სურვილს უჩიოდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ გამოკითხულთა შორის ყველაზე მეტად არაკონცენტრირებულობასა და დაღლილობაზე სმარტფონის მომხმარებლები წუწუნედნენ. კვლევის შედეგიდან გამომდინარე, პროფესორი რუსელ ჯონსონი სმარტფონის მომხმარებლებს ღამით მათ გამორთვას ურჩევს. გარდა გამოსხივებისა და ღამის შემაწუხებელი შეტყობინებებისა, მას სხვა უარყოფითი თვისებებიც აღმოაჩნდა. სწორედ ამიტომ, ჯობს, გონიერი ტელეფონით დღის მანძილზე ვისიამოვნოთ და ღამე ძილს დავუთმოთ.

loading...
ADMIN 1089 0 2014-02-12
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css