ვინ აჩუქა თინა კანდელაკს ბაყაყი - ''ლოგიკურად, ამას კოცნა უნდა მოჰყვეს''...
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
სარვამარტო დღესასწაულის მერე თინა კანდელაკმა სოციალურ ქსელში თავისი საჩუქარი გაავრცელა. თურმე, თაყვანისმცემელმა (რომლის ვინაობასაც თინა არ ამხელს) მას ორიგინალური ბეჭედი აჩუქა - ბაყაყის ფორმის.
კანდელაკმა თითზე წამოცმული ბეჭდის ფოტო თავის გვერდზე დადო და წარწერაც დაურთო თან: ''საუკეთესო საჩუქარი რვა მარტისთვის. ლოგიკურად, ამას კოცნა უნდა მოჰყვეს და მე მშვენიერ მზეთუნახავად გადავიქცე''.
რუსი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ეს საჩუქარი თინას საყვარელმა მამაკაცმა აჩუქა, რომლის ვინაობასაც ტელევარსკვლავი გულმოდგინედ მალავს.
სხვათა შორის, რვა მარტი თინამ ყაზანში აღნიშნა, იქ გახსნილ ახალ სპა-სალონს ესტუმრა, კარგად წაივარჯიშა, დაისვენა, გაერთო და შინ ნასიამოვნები დაბრუნდა.
loading...
ADMIN |
1054 |
|
2014-03-12 |
0.0/5 из 0 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი