სიმღერის Three Minutes To Earth ვიდეორგოლის გადაღება ნატახტარის აეროდრომზე გაიმართება
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
საქართველოს საკონკურსო სიმღერის Three Minutes To Earth ვიდეორგოლის გადაღება 5 და 6 მარტს ნატახტარის აეროდრომზე გაიმართება. ჯგუფი The Shin თბილისშია. ჯგუფის წევრებმა და მარიკო ებრალიძემ პირველი რეპეტიცია უკვე გაიარეს.
სცენოგრაფიის რეჟისორი და მხატვარი ბასა და თამრიკო ფოცხიშვილები არიან.
ქართველი კონკურსანტების კოსტიუმებზე ფოცხიშვილებთან ერთად, ავთანდილ ცქვიტინიძე და დათუნა სულიკაშვილი იმუშავებენ. ფოტოსესიას კი ჯიჯი რეჯინი უზრუნველყოფს.
მაყურებელი სპეციალურად ევროვიზიისთვის შექმნილ სიმღერას უახლოეს პერიოდში შეაფასებს. Three Minutes To Earth-ის პრემიერა პირველ არხზე გაიმართება.
2014 წლის ევროვიზიის Postcard-ის გადაღება 3 მარტს ყვარელში, ღვინის კომპანა “ხარებაში“ შედგება. სპეციალურად, ამ გადაღებისთვის დანიიდან თბილისში ოთხკაციანი გადამღები ჯგუფი ჩამოვიდა. 40 წამიანი ვიდეო ასახავს საქართველოს დროშის ორგინალურ აწყობას. Postcard-ი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ქართველი მონაწილეების სცენაზე გამოსვლამდე გავა ეთერში.
The Shin & მარიკო სიმღერას Three Minutes To Earth ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე შეასრულებენ. 2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს კოპენჰაგენი უმასპინძლებს. 59-ე ევროფესტივალის ნახევარფინალები 6 და 8, ხოლო ფინალი 10 მაისს გაიმართება. კონკურსში წელს 37 ქვეყანა მონაწილეობს.
loading...
ADMIN |
934 |
|
2014-03-14 |
0.0/5 из 0 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი