ბალტიის ზღვაში მუქი წრეების საიდუმლო დადგენილია
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
დანიელმა მეცნიერებმა 5 წელი დახარჯეს იმისთვის, რომ გაეგოთ, რატომ ჩნდება იდუმალი წრეები ბალტიის ზღვის ფსკერზე.
Marine Biology-ის ინფორმაციით, აღნიშნული აღმოჩენა სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის ბიოლოგმა მარიან ხოლმერმა და კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორმა იენს ბორუმმა გააკეთეს.
მათი განცხადებით, უჩვეულო მუქი წრეები, რომლებიც გაჩდნენ ბალტიის ზღვაში ტურისტებმა პირველად 2008 წელს გადაიღეს.
როგორც ხომლმერი და ბორუმი იხსენებენ, ბევრი მიიჩნევდა, რომ უჩვეულო წრეები უცხოპლანეტელების კოსმოსური ხომალდების კვალია. განიხილებოდა სხვა ვერსიაც: წრეები - ეს არის მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან შემორჩენილი კრატერები.
ხოლმერის და ბორუმის განცხადებით, უკვე შეიძლება ამ ვერსიების „დამარხვა“, რადგან, როგორც მეცნიერები ირწმუნებიან, მათ წრეების წარმოშობის რეალურ მიზეზს მიაკვლიეს.
კვლევის შედეგად მათ დაადგინეს, რომ ზღვის ბალახი სახელწოდებით ვალისნერია, მუქი წრეების რეალური მიზეზია.
შედარებით უხეში ბალახი იზრდება წრეების გარეთ, უფრი რბილი კი, წრეების შიგნით. წრეების მუქ ფერს კი, მეცნიერები ტოქსიკური ლამით ხსნიან, რომელზეც ვალისნერია იზრდება. მეცნიერების თქმით, სულიფიდები, რომლებსაც ეს დანალექი შეიცავს, წყალმცენარეებს ანადგურებს. როდესაც ეს პროცესი იწყება, ზღვის ფსკერზე მუქი წრეები წარმოიქმნება.
loading...
ADMIN |
1074 |
|
2014-03-14 |
0.0/5 из 0 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი