აშშ 2014 წლიდან სამხედრო გემებზე ლაზერულ ქვემეხებს განალაგებს
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
ამერიკის შეერთებული შტატები 2014 წლიდან სამხედრო ფლოტს ლაზერული ქვემეხებით შეაიარაღებს. პირველი გემი, რომელზეც ახალი თაობის შეიარაღება გაჩნდება იქნება სადესანტო ხომალდი „პონსე“ (USS Ponce). ის დისლოცირებულია სპარსეთის ყურეში.
პენტაგონის ჩანაფიქრით, ლაზერული იარაღი განკუთვნილია უპილოტო საფრენი აპარატებისა და სწრაფმავალი კატარღების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ ობიექტებს ამერიკული სარდლობა მოიხსენიებს როგორც „ასიმეტრიულ საფრთხეს“. ამერიკელი გენერლები თვლიან, რომ სპარსეთის ყურეში ამერიკული ფლოტისათვის მხოლოდ „ასიმეტრიული საფრთხე“ არსებობს და ამიტომაც ლაზერული იარაღით აღჭურვა, ამ რეგიონში დისლოცირებული ფლოტით იწყება.
ამერიკული სარდლობა თვლის, რომ ახალი თაობის იარაღი ძირფესვიანად შეცვლის სიტუაციას. ახალი იარაღის მართვისათვის საკმარისია ერთი ადამიანი. მნიშვნელოვნად მცირდება ხარჯებიც. ერთი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტის გაშვება ამერიკის ბიუჯეტს საშუალოდ 1,4 მლნ დოლარი უჯდება, ხოლო იმავე მიზნის ლაზერით განადგურება მხოლოდ რამდენიმე დოლარი.
ლაზერულ ქვემეხს აქვს სერიოზული ნაკლოვანებებიც. ის გამოუსადეგარია წვიმისა და ნისლის დროს და მოითხოვს დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას, რამაც ხომალდის ფუნქციონირებას შესაძლოა პრობლემები შეუქმნას.
მიუხედავად ამისა, ამერიკელი სამხედროები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და აცხადებენ, რომ ჰოლივუდის ფანტასტიკა რეალობად იქცა. თუმცა არის განსხვავებაც. ფილმებში ხილული სხივი ლაზერული იარაღის აუცილებელი ატრიბუტია. სინამდვილეში კი ლაზერული სხივი არ ჩანს. ლაზერული ქვემეხის ამუშავებიდან რამდენიმე წამში სამიზნეს ცეცხლი ეკიდება ან ფეთქდება.
loading...
ADMIN |
1130 |
|
2014-03-14 |
0.0/5 из 0 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი