ჯენიფერ ანისტონი ჟიზელ ბიუნდჰენის ტანზე ოცნებობს
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
მიუხედავად იმისა, რომ ჯენიფერ ანისტონის ტანზე მსოფლიოში მრავალი ქალი ოცნებობს და არაერთხელ ჩადგომია სათავეში ყველაზე ლამაზ, სექსუალურ ქალთა სიას, თვითონ სულაც არ ყოფილა კმაყოფილი საკუთარი სხეულით.
და რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავებსაც ჰყოლიათ თავიანთი კერპები.
ცოტა ხნის წინ 45 წლის ჯენიფერ ანისტონმა აღიარა, რომ ოცნებობს ჟიზელ ბიუნდჰენის მსგავს ტანზე. ჯენიფერის აზრით, ჟიზელი მოხდენილობის ეტალონია და არც თავად იტყოდა უარს მსგავს სრულყოფილებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მშვენიერ ფორმაშია, ისიც აღიარა, რომ გიჟდება სიმინდის ჩიფსებზე და ვერაფრით ამბობს მათზე უარს. ახლა მოდურ ''სელფი-ფოტოებსაც'' გამოეხმაურა ვარსკვლავი: ''სოციალურ ქსელში არ მაქვს ექაუნთი და არც სელფი-ფოტოებს ვიღებ, უბრალოდ, არ მაინტერესებს''.
loading...
ADMIN |
1062 |
|
2014-03-14 |
0.0/5 из 0 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი