''პლეიბოის'' მოდელი 90 წლის ბოიფრენდის საჩუქრებს ''ემსხვერპლა''
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
''პლეიბოის'' ყოფილი მოდელი, რუსი სვეტლანა მასლოვსკაია 2 წლით დააპატიმრეს საგადასახადო თაღლითობის ბრალდებით.
გერმანულმა სასამართლომ სვეტლანას ასეთი განაჩენი გამოუტანა არადეკლარირებული საჩუქრებისთვის, რომლებსაც 90 წლის ბოიფრენდისგან იღებდა - ეს უკანასკნელი 2010 წელს გარდაცვლილა, თუმცა საქმე 2013 წელს აღიძრა.
ძიება საგადასახადო თაღლითობის საქმის ფარგლებში მიმდინარეობდა და 1,3 მლნ დოლარზე მეტ თანხას ეხებოდა.
სულ 90 წლის მილიონერ ბრუნო შუბერტისგან 32 წლის სვეტლანას დაახლოებით 2,5 მლნ დოლარის ღირებულების საჩუქრები მიუღია.
ძვირად ღირებულ საჩუქრებს შორის იყო მანქანები, საიუველირო ნაკეთობები, ეგზოტიკური მოგზაურობები, შოპინგები და ბინა ზალცბურგში, რომელიც სვეტლანას შარშან გაუყიდია და გადასახადიც არ გადაუხდია. როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მიიქცია სამართალდამცველთა ყურადღება.
მასლოვსკაიამ მოდელის კარიერა მას მერე დაასრულა, რაც შუბერტთან დაიწყო შეხვედრა. წყვილმა ერთმანეთი 2004 წელს გაიცნო.
loading...
ADMIN |
1094 |
|
2014-03-15 |
0.0/5 из 0 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი